ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ბავშვის უფლებები
ბავშვებს აქვთ სათანადო განათლებისა და აღზრდის უფლება, რომელიც მათ საზოგადოების გამოსადეგ, პატივცემულ და ღირსეულ წევრებად აქცევს. მათი ახლანდელი და მომავალი კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მიდრეკილებებზე, რომლებსაც ისინი შეიძენენ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში. Àავშვები ადრეული წლებიდანვე უნდა მიაჩვიოთ მორჩილებას და სხვების ბედნიერებაზე ზრუნვას. უნდა ასწავლოთ ფიცხი ზნის მოთოკვა, უკმეხი სიტყვებისაგან თავის შეკავება, უცვლელი სიკეთის, თავაზიანობისა და თავდაჭერილობის გამომჟღავნება. ბოს 109.4