ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ბრმა სიყვარული
ბრმა სიყვარული შვილებისადმი და არაგულწრფელი ალერსი შვილების მხრიდან მუდმივ თანამგზავრებს წარმოადგენს. ზოგი ამართლებს შვილების დაუჯერებლობას და ამბობს: “ჩემს ბავშვებს ვუყვარვარ მე”. ეს სულაც არ არის სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც ოჯახში უნდა განვითარდეს, ფასეულია იმით, რომ იგი შემოწმებულია მორჩილებით. მრავალრიცხოვანი კოცნა და ბავშვური სიყვარულის გამოვლენა გაბრმავებთ თქვენ და თქვენმა შვილებმა იციან ამის შესახებ. ჩაუღრმავდით საგანთა არსს და უჩვენეთ, რას წარმოადგენს სინამდვილეში მშობლებისადმი შვილების სიყვარული. უარყავით კოცნა და მოხვევა, როგორც ყალბი საბუთი, როგორც სიცრუე, თუ ისინი თქვენი მოთხოვნებისადმი მორჩილებითა და პატივისცემით არ არის განმტკიცებული. ბოს 110.1
უფროსებს არ მართებთ ბრმა სიყვარულის წაქეზება, მაგრამ მათ ზედმეტი სიმკაცრეც არ უნდა გამოიჩინონ. იმოქმედეთ სიყვარულით. არასოდეს მიაყენოთ ბავშვებს ტკივილი უხეშობით ან არაგონივრული მოთხოვნებით. ბოს 110.2