ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

107/154

ოჯახური აღზრდის პრინციპები

ვის შეუძლია უკეთ გაიგოს ბავშვთა საჭიროებანი, თუ არა მათ შემოქმედს?

ყოველმა ოჯახმა უნდა იხელმძღვანელოს წესებით, მშობლებმა თავიანთი სიტყვებით და ქცევით შვილებს უძვირფასესი თვალსაჩინო მაგალითი უნდა მისცენ. ბოს 109.1

ასწავლეთ ბავშვებს და ახალგაზრდებს პატივი სცენ საკუთარ თავს, იყვნენ ღმერთის ერთგულნი, შეინახონ პრინციპების ერთგულება; ასწავლეთ მათ პატივი სცენ ღმერთის რჯულს და დაემოჩილონ მას. ბოს 109.2

ღმერთმა თვითონ დაადგინა ოჯახური ურთიერთობები. მისი სიტყვა - ეს ერთადერთი უსაფრთხო სახელმძღვანელოა ბავშვების მართვის საქმეში. ადამიანური ფილოსოფია არ გვიხსნის უფრო მეტს, ვიდრე ღმერთმა იცის და არ გვთავაზობს შვილებთან ურთიერთობის უფრო ბრძნულ გეგმას, ვიდრე ის, რომელიც ჩვენმა უფალმა მოგვცა. ვის შეუძლია უკეთ გაიგოს ბავშვთა საჭიროებანი, თუ არა მათ შემოქმედს? ვინ შეიძლება მეტად იყოს დაინტერესებული მათი კეთილდღეობით, თუ არა ის, ვინც მათი გულისათვის მოკვდა? ისინი რომ ყურადღებით იკვლვევდნენ ღვთის სიტყვას და ერთგულად ემორჩილებოდნენ მას, იქნებოდა ნაკლები სულიერი ტანჯვა, გამოწვეული ცელქი ბავშვების ცუდი ქცევით. ბოს 109.3