ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ოჯახური აღზრდა
განათლების სფეროში შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, ბავშვების ახლანდელი აღზრდა უბადრუკ მდგომარეობაშია. Ìჯახური აღზრდა უგულებელყოფილია. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, არ ესმით, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ. მათ არ გააჩნიათ არც მოთმინება, რათა დაარიგონ ბავშვებს, არც კეთილგონიერება, რათა მართონ ისინი. ბოს 92.3
ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან არაფერს ისეთს, რის შესრულებასაც ჩვენ ვერ შევძლებდით მისი ძალის წყალობით, არაფერს, რაც არ მოემსახურება ჩვენს პირად და ჩვენი შვილების კეთილდღეობას. ბოს 92.4
გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა თქვენი შვილების ჩვევების და მიდრეკილებების ფორმირებისათვის. ყურადღებით დააკვირდით მათი ხასიათის განვითარებას, შეაჩერეთ ის თვისებები, რომლებიც ზედმეტია და ხელი შეუწყვეთ იმ თვისებათა განვითარებას, რომლებიც აკლიათ მათ. აქციეთ თქვენი ცხოვრება წმიდა და კეთილშობილურ მაგალითად თქვენი შვილებისათვის. ბოს 92.5
მხნედ და ენერგიულად შეუდექით ბავშვების აღზრდას, იქონიეთ ღვთიური დახმარების უცვლელი იმედი ყოველ თქვენს ძალისხმევაში. არ დამშვიდდეთ, სანამ ბავშვებში არ იხილავთ განუხრელ ზნეობრივ ზრდას, სანამ მათი ცხოვრების მიზანი არ იქნება რაღაც უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებისაკენ სწრაფვა. თქვენი შვილები ყველა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იყვნენ. ბოს 92.6
ყურადღებით მოეპყარით ცხოვრების ყოველ წამს - ეს წამები ძვირფასია. გახსოვდეთ, რომ ბავშვები წინ მიდიან და შეიძლება უარყონ ოჯახური სწავლა და აღზრდა და თქვენი გავლენის მიღმა აღმოჩნდნენ. თუ თქვენ თვით ყველა სხვა საქმეშიც კი წარუმატებელნი ხართ, იყავით ყურადღებიანნი და აქტიურნი აქ. თუ ოჯახური აღზრდის წყალობით თქვენი შვილები კარგ ადამიანებად ყალიბდებიან, თქვენს ცხოვრებას უკვე არ შეიძლება ეწოდოს წარუმატებელი და თქვენ არ გაქვთ მიზეზი განიცადოთ სინდისის ქეჯნა. ბოს 93.1
შვილი - ეს დედის სარკეა, რომელშიც მას შეუძლია დაინახოს საკუთარი მიდრეკილებები და მანერები. რამდენად ყურადღებიანი უნდა იყოს იგი თავისი სიტყვებისა და ქცევის მიმართ პატარა, დაკვირვებული მოწაფეების თანდასწრებით! ხასიათის ის თვისებები, რომლებიც მას სურს დაინახოს მათში, უპირველესად მან საკუთარ თავში უნდა განავითაროს. ბოს 93.2
შვილები - ეს უფლის მემკვიდრეობაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მის წინაშე მისი საკუთრების მართვისთვის. ბოს 93.3