ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
პითაგორა
ღმერთი ხედავს ბავშვის პოტენციურ შესაძლებლობებს. იგი დიდი დაინტერესებულობით აკვირდება, მშობლები მის გეგმას შეასრულებენ თუ თავიანთი უადგილო სიკეთით გადახაზავენ მის განზრახვას და დაუშვებენ, რომ მათი შვილი დაიღუპოს ახლანდელი და მარადიული სიცოცხლისათვის. ამ უსუსური არსების პიროვნებად გარდაქმნა - ეს დიადი და მნიშვნელოვანი საქმეა. არ დაუშვათ, რომ რამემ ხელი შეგიშალოთ შვილების მიმართ თქვენი მოვალეობის შესრულებაში. ბოს 92.1
თქვენ შეიძლება არ იყოთ მთავრობის წევრი, მაგრამ თქვენ შეგწევთ ძალა შეასრულოთ დიადი სამუშაო ღმერთისა და თქვენი ქვეყნისათვის. თქვენ შეგიძლიათ აღზარდოთ თქვენი შვილები, დაეხმაროთ მათ ხასიათის სრულყოფაში, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ ბოროტებას და სხვებსაც გაუღვივონ სურვილი მოიქცნენ სამართლიანად. ბოს 92.2