ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ოჯახის გავლენა
ოჯახი, რომლის წევრებიც თავაზიანი და აღზრდილი ადამი-ანები არიან, კეთილ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე, ეხმარება მათ მისდიონ კარგ მაგალითს და თავი დაიცვან ცუდი ზეგალე-ნისაგან. ღვთის ანგელოზები ხშირად ეწვევიან იმ სახლს, რომე-ლშიც ღვთის ნებას მისდევენ. ბოს 7.1
ჩვენი დრო ამ დედამიწაზე ხანმოკლეა. ჩვენ მოცემული გვაქვს განვვლოთ ცხოვრების მხოლოდ ერთი გზა ამ წუთისოფე-ლში, ამიტომაც, ვეცადოთ გავაკეთოთ ყოველივე შესაძლებელი. საქმე, რომლისთვისაც მოწოდებულნი ვართ, არ მოითხოვს სიმ-დიდრეს, განსაკუთრებულ სოციალურ მდგომარეობას ან დიდ ნი-ჭიერებას. იგი მოითხოვს კეთილგანწყობას, თავგანწირვასა და მტკიცე მიზანს. ბოს 7.2
თუ ჩვენ ფართოდ გავაღებთ ჩვენს გულებს და ჩვენი სახლის კარებებს ცხოვრების ღმერთისეული პრინციპებისათვის, ჩვენ ვიქცევით არხებად, რომლებშიც გადმოიღვრება მაცოც-ხლებელი ძალა. ბოს 7.3
არც ერთ ჩვენგანს, ცხოვრობს რა ამ წუთისოფელში, არ შეუძლია გარკვეული გავლენა არ მოახდინოს მასზე. ოჯახის წევრთაგან არც ერთს არ შეუძლია ისე ჩაიკეტოს თავის თავში, რომ ახლობლებმა არ იგრძნონ მისი გავლენა და სული. თვით მისი სახის გამომეტყველება ახდენს გავლენას სიკეთისკენ ან ბორო ტებისკენ. თვით სიტყვები, საქციელი, სხვა ადამიანებისადმი დამო-კიდებულება თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. თუ ადამიანი ცხოვრობს ეგოისტური ცხოვრებით, იგი გარემოცულია დამთრ-გუნველი ატმოსფეროთი. მაგრამ თუ სიყვარულით არის აღვსილი, იგი იქნება თავაზიანი, კეთილი, ნაზი სხვებთან ურთიერთობაში, საქმეებს აღასრულებს მზრუნველობითა და სიხარულით და მისგან ბედნიერება გამოსხივდება. ბოს 7.4
დაე, უფრო მეტი იყოს სიხარულით აღვსილი ადამიანი. ჩვენ ძალიან ხშირად ვიკეტებით საკუთარ თავში. ძალიან ხშირად ვაკლებთ ბავშვებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს კეთილ, გამამხ-ნევებელ სიტყვას, ალერსიან ღიმილს. ბოს 8.1
მთავარია ოჯახი მეგობრული იყოს. მაშინ ჩვენი გავლენა შეეხება მათ, ვინც ჩვენ გვერდითაა და უფრო შორსაც გავრცელდება. წუთისოფელი საჭიროებს არა იმდენად დიდ მოაზროვნეებს, რამდენადაც კარგ ადამიანებს, რომლებიც კურთხევას წარმოადგე-ნენ თავიანთი ოჯახებისათვის. ბოს 8.2