ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

7/154

ოჯახის წარმოშობა

ოჯახი უნდა გახდეს ზეცის ნაწილი დედამიწაზე

ედემის ბაღი, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, თვით ღმერთის მიერ იყო მომზადებული მათთვის. როდესაც მას-ში მოათავსა ყოველივე, რაც კი შეიძლებოდა მოესურვებინა ადამიანს, ღმერთმა თქვა: “შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად” (დაბ.1:26). ბოს 9.1

უფალი კმაყოფილი იყო ამ თავისი ბოლო და ყველაზე საუკეთესო ქმნილებით და სურდა, რომ ადამიანი ყოფილიყო სრულყოფილი სამყაროს სრული მკვიდრი. მაგრამ მის განზრახვას არ წარმოადგენდა, რომ ადამიანს განმარტოებით ეცხოვრა. უფალმა თქვა: “არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე” (დაბ.2:18). ბოს 9.2

თვით ღმერთმა მისცა ადამს ცხოვრების თანამგზავრი, მისი თანასწორი, რომელიც შეძლებდა გამხდარიყო მისი მეგობარი, ეპასუხა მის სიყვარულზე და თანაეგრძნო მისთვის. ევა ადამისაგან აღებული ნეკნისგან იყო შექმნილი; ეს ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო ებატონა მასზე, როგორც ოჯახის უფროსს და არ იყო დამორჩილებული მას, როგორც დაბლამდგომი, მაგრამ იმყოფე- ბოდა თანაბარ მდგომარეობაში, რათა ადამს ყვარებოდა და დაეცვა იგი. იყო რა მამაკაცის ნაწილი, მისი ძვალი ძვალთაგანი და მისი ხორცი ხორცთაგანი, იგი იყო მისი მეორე “მე”, ქმნიდა მასთან მჭიდრო კავშირს და გამსჭვალული იყო მისდამი ნაზი სიყვარულით, რომელიც დამახასიათებელია ამ ურთიერთობებისთვის. “და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად” (დაბ.2:24). ბოს 9.3