ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
რჩევები შვილებს
ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ადრეული წლებიდანვე უნდა მიმართონ ღმერთს, იმიტომ, რომ ადრე შეძენილი ჩვევები და წარმოდგენები ხშირად უდიდეს გავლენას ახდენს მთელ ცხოვრებაზე და ადამიანის ხასიათზე. ქრისტეს სურს, რომ ბავშვები და ახალგაზრდები მივიდნენ მასთან იგივე ნდობით, რა ნდობითაც ისინი თავიანთ მშობლებთან მიდიან. როგორც შვილი სთხოვს დედას ან მამას პურს, როდესაც მშიერია, ასევე უფალსაც სურს, სთხოვოთ მას ის, რაც გჭირდებათ. ბოს 104.2
იესომ იცის ბავშვთა საჭიროებანი და უყვარს მათი ლოცვების მოსმენა. გაუხსენით მას თქვენი გულის საიდუმლოებანი, რადგან მისი თვალი აღწევს გულის კუნჭულებში და იგი კითხულობს თქვენს აზრებს, როგორც გადაშლილ წიგნში. როდესაც თქვენ სთხოვთ იმას, რაც საჭიროა თქვენი კეთილდღეობისათვის, გჯეროდეთ, რომ მიიღებთ, - თქვენ გექნებათ ეს. ბოს 104.3
დღეს საჭირონი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად გულწრფელად იმოქმედებენ. დღეს წუთისოფელი საჭიროებს სუფთა გულს და ძლიერ, ღონიერ ხელებს. ღმერთმა ჩაიფიქრა, რომ ადამიანი გამუდმებით განვითარდეს, დღიდან ბოს 104.4
დღემდე მიაღწიოს სრულყოფილების ახალ მწვერვალებს. იგი დაგვეხმარება ჩვენ, თუ ჩვენ თვითონ შევეცდებით დავეხმაროთ საკუთარ თავს. ამ და მომავალ ქვეყანაში ჩვენი იმედი ვიყოთ ბედნიერნი, დამოკიდებულია ჩვენს სრულყოფაზე მიწიერ სამყაროში. ბოს 105.1
გამოავლინეთ გემოვნების, მიდრეკილებათა და ჩვევათა უმწიკვლობა. ღმერთი დაგაჯილდოვებთ სულის სიმშვიდით, ნათელი გონებით, ჯანსაღი მსჯელობით, გამჭრიახი აღქმით. ბოს 105.2
გაითვალისწინეთ მცნება, რომელსაც ღმერთმა თან ასეთი აღთქმა დაურთო: “რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი”. შვილებო, გსურთ იცოცხლოთ მარად? მაშინ პატივი ეცით და გიყვარდეთ თქვენი მშობლები. გულს ნუ ატკენთ მათ, ნუ აწყენინებთ, ნუ აიძულებთ ღამეები თეთრად გაათენონ, განიცადონ და იდარდონ თქვენზე. თუ თქვენ არ გიყვარდათ ისინი და არ უჯერებდით მათ, ამიერიდან სხვაგვარად მოიქეცით. თქვენ არ შეგიძლიათ მოიქცეთ სხვანაირად, რადგან ეს თქვენთვის მარადიული სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. ბოს 105.3