ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

99/154

მოვალეობები

მშობლები არ უნდა იყვნენ თავიანთი შვილების მონები, მათ გამო ყველაფერი არ უნდა გაიღონ მსხვერპლად, არ უნდა დართონ მათ ნება გაიზარდონ დაუდევრები და არ გაიზიარონ ოჯახის ყოველდღიური შრომა და საზრუნავი. ბავშვები ადრეული წლებიდან უნდა მიეჩვიონ სასარგებლო საქმეებს, რათა ისინი მოემსახურონ საკუთარ თავს და დაეხმარონ სხვებს. ასეთ შემთხვევაში ისინი განიცდიან კმაყოფილების გრძნობას, აცნობიერებენ, რომ ნამდვილად მოაქვთ სარგებლობა. გადაკრული სიტყვაც კი არ უთხრათ თქვენს შვილებს იმის შესახებ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, შრომობენ ისინი თუ არა. შთააგონეთ მათ, რომ მათი დახმარება საჭიროა, რომ მათი დრო ძვირფასია და თქვენ მათი იმედი გაქვთ. ბოს 97.5

ყველაზე უეჭველი საშუალება აქციოთ თქვენი შვილები უბედურ ადამიანებად - ეს არის გაანთავისუფლოთ ისინი ყველა მოვალეობისაგან, ნება დართოთ იცხოვრონ ცარიელი, უმიზნო ცხოვრებით, არ აიძულოთ რაიმე გააკეთონ ან ნება დართოთ გააკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ მოსწონთ. ბავშვების გონება ადვილად ამთვისებელი და ცოცხალია, ამიტომაც თუ ბავშვებს არ დავასაქმებთ იმით, რაც კარგი და სასარგებლოა, ისინი აუცილებლად მიმართავენ იმას, რაც ცუდია. ეს სამართლიანია, რომ მათ სჭირდებათ დასვენება. მაგრამ ასევე სამართლიანია ისიც, რომ ისინი უნდა მიაჩვიოთ მუშაობას, ფიზიკური შრომისათვის რეგულარულად დროის დათმობას, ასევე კითხვას და სხვა საქმიანობას. თვალყური ადევნეთ იმას, რომ საქმიანობა ბავშვების ასაკს შეესაბამებოდეს და ცოდნას სასარგებლო და საინტერესო წიგნებიდან იძენდნენ. ბოს 98.1

მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა ასწავლონ შვილებს, - შეასრულონ საოჯახო საქმის თავისი ნაწილი. მშობლები ვალდებულნი არიან ასწავლონ შვილებს ცხოვრებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება, გაგება იმისა, რომ მათ სარგებლობა უნდა მოიტანონ. Àრძენი დედის ხელმძღვანელობის ქვეშ გოგონებმა და ბიჭებმა ოჯახში უნდა მიიღონ პირველი დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულონ ცხოვრებისეული მოვალეობები. ბოს 98.2