ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
როდესაც მშობლებს ეხმარებიან
დაე, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ისინი უნდა დაეხმარონ მამას და დედას და შეასრულონ მცირედი დავალებები. მიეცით მათ რაიმე საქმე, რომ იგი თქვენთვის შეასრულონ, შემდეგ კი წაახალისეთ ისინი, უთხარით, რომ ამის შემდეგ ისინი შეძლებენ თამაშს. ბოს 97.2
ბავშვებს ცოცხალი გონება აქვთ და აუცილებელია ისინი დისციპლინას და პასუხისმგებლობას მივაჩვიოთ. არ ღირს დავრთოთ მათ ნება აკეთონ მხოლოდ ის, რაც სურთ. მშობლები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ ბავშვების საქმიანობა. ბოს 97.3
თუ ბავშვებს არა აქვთ შეგნებული პასუხისმგებლობა დაეხმარონ მშობლებს, ჰკითხეთ, განა მოეწონებათ მათ, თუ მშობლები შეწყვეტენ ყოველივე აუცილებლით მათ უზრუნველყოფას? მშობლების შრომის შესამსუბუქებლად მათზე დაკისრებულ მოვალეობებზე უარის თქმით, თუნდაც ეს არც ისე სასიამოვნო საქმე იყოს, შვილები ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას მიიღონ უფრო მნიშვნელოვანი აღზრდა, რათა შემდგომში გახდნენ საზოგადოების გამოსადეგი წევრები. ბოს 97.4