ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

86/154

ხართ თუ არა მზად გახდეთ მშობლები?

ყურადღებით წაიკითხეთ ყოველი მტკიცება და აღნიშნეთ პასუხი, რომელიც ყველაზე უფრო ზუსტად გამოხატავს თქვენს გრძნობებს. ბოს 87.3

1. მე მომწონს, როდესაც პატარებს ვაკვირდები და მათ ხელში ვიყვან. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 87.4

2. მე შევძლებდი მეზრუნა ჩემს შვილზე ჩემი მეუღლის დახმარების გარეშეც. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 87.5

3. მე მზად ვარ ავდგე ღამით, რათა დავაწყნარო მტირალი ბავშვი და ამავე დროს არ დავკარგო ემოციური წონასწორობა. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.1

4. მე მომწონს ბავშვის მოსავლელად რუტინული სამუშაოს შესრულება: მისი დაბანვა, პამპერსის გამოცვლა, ჭმევა, დაძინება და ა. შ. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.2

5. მე შემიძლია მიყვარდეს ბავშვი, თუ ის თავისი ქცევით არ იმსახურებს კიდეც სიყვარულს. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.3

6. მე მზად ვარ მივიღო ჩემი შვილის გარეგნობა, როგორიც არ უნდა იყოს იგი. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.4

7. ჩვენი ოჯახური შემოსავალი საშუალებას არ გვაძლევს უზრუნველვყოთ ბავშვი ყოველივე აუცილებლით. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.5

8. მე მზად ვარ დავრჩე სახლში ავადმყოფ ბავშვთან, ნაცვლად იმისა, რომ წავიდე მეგობართან. (დიახ, არა, ზოგჯერ). ბოს 88.6

9. მე არ ვარ დამოკიდებული ჩემს მშობლებზე და მშობლის მოვალეობების შესასრულებლად თავს მომზადებულად ვთვლი. ბოს 88.7

10. მე ვაცნობიერებ, რომ ბავშვი გვართმევს დროს, რომელიც ადრე მხოლოდ ჩვენ ორს გვეკუთვნოდა და მზად ვარ დავთმო ეს, როცა აუცილებელია. ბოს 88.8

როდესაც ამ კითხვებს უპასუხებთ, გაუზიარეთ აზრი მეუღლეს. თუ თქვენ გადაწყვიტეთ იყოლიოთ ბავშვი, სთხოვეთ ღმერთს რჩევა და სიბრძნე და იგი სიამოვნებით მოგცემთ მათ. ბოს 88.9