ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

85/154

შინაგანი განწყობა

ყოველი ქალი, რომელიც დედობისათვის ემზადება, გარემოებათა მიუხედავად ყოველთვის უნდა ინარჩუნებდეს სიხარულს, სულის მშვიდ განწყობილებას და უნდა იცოდეს, რომ ყველა ძალისხმევისთვის ამ მიმართულებით იგი უხვად იქნება დაჯილდოებული თავისი შვილის ფიზიკური ჯანმრთელობით და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. მას შეუძლია გამოიმუშაოს ცხოვრებაზე ოპტიმისტური შეხედულების შენარჩუნების ჩვევა და ამგვარად ყოველთვის დარჩეს მხნე, ბედნიერების სულით აღავსოს თავისი ოჯახი და ისინი, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. ბოს 87.2