ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

60/154

გაერთიანებული ძალისხმევა

ადამიანური ძალისხმევის გარეშე ღვთიური ძალისხმევა ფუჭია. ღმერთი თავისი ძალით იმოქმედებს მაშინ, როდესაც მშობლებს შეგნებული ექნებათ პსუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრია და შეეცდებიან სწორად აღზარდონ თავიანთი ბავშვები. Õმერთი ითანამშრომლებს იმ მშობლებთან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ დამოკიდებულნი არიან მასზე და მზრუნველობითა და ლოცვით ზრდიან შვილებს. ბოს 59.3

მხოლოდ ადამიანური ძალისხმევა ვერ დაეხმარება თქვენს შვილებს შეიძინონ სრულყოფილი ხასიათი ზეცისათვის, მაგრამ ღმერთის დახმარებით დიდი და წმიდა საქმე შეიძლება შესრულებულ იქნას. ბოს 59.4

მამები და დედები ცხოვრების მთავარ საქმედ უნდა თვლიდნენ შრომას, მიმართულს თავიანთი შვილების დახმარებისაკენ, რათა მათ იმდენად სრულყონ ხასიათი, რამდენის შესაძლებლობასაც იძლევა ადამიანური ძალისხმევა, შეერთებული ღვთიურ დახმარებასთან. ბოს 59.5