ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
აღთქმა მშობელთათვის
თუ მშობლები თავიანთი შვილების აღზრდაში ღვთიურ მითითებებს მისდევენ, ისინი მაღლიდან მიიღებენ დახმარებას.
ღმერთი სიყვარულითა და გაგებით გაკვირდებათ, მზად არის გაიგონოს თქვენი ლოცვები და გაგიწიოთ დახმარება, რომელსაც თქვენ საჭიროებთ. მან იცის ყოველი გულის ტვირთი და საუკეთესო მეგობარია ყველა საგანგებო ვითარებაში. მისი მარადიული ხელები გეხმარებათ თქვენ. როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მას ჰყავდა დედა, რომელიც ებრძოდა სიღარიბეს, იტანდა მრავალ წუხილს, საზრუნავს, სიძნელეს. დღეს იესო თანაუგრძნობს ყოველ დედას მის საზრუნავსა და უსიამოვნებაში. მაცხოვარი, რომელმაც შორი გზა გაიარა, რათა დაეწყნარებინა იმ ქალის მშფოთვარე გული, რომლის ქალიშვილიც ბოროტი სულით იყო შეპყრობილი, გაიგონებს დედის ლოცვებს და აკურთხებს მის შვილებს. ბოს 57.1
მას, ვინც ქვრივს ერთადერთი ვაჟიშვილი დაუბრუნა, როდესაც იგი დასამარხად მიჰყავდათ, დღესაც ააღელვებს იმ დედების უბედურება, რომლებიც ახლობლებს კარგავენ. ის, ვინც ლაზარეს სამარხთან თანაგრძნობის ცრემლებს ღვრიდა და ვინც მართას და მარიამს მათი დამარხული ძმა დაუბრუნა, ვინც მარიამ მაგდალელს მიუტევა, ვინც თავისი დედა გაიხსენა, როდესაც აგონიაში მყოფი ჯვარზე იტანჯებოდა, ვინც მოტირალ ქალებს გამოეცხადა, რათა მათ პირველებს გაევრცელებინათ სასიხარულო ცნობა აღმდგარ მაცხოვარზე, - დღესაც ქალის საუკეთესო მეგობარია და მზად არის დაეხმაროს მას ყოველგვარ ცხოვრებისეულ გარემოებაში. ბოს 57.2
ქალს შეუძლია თავისი ტვირთი მის ფერხთით მიიტანოს და მის თანდასწრებაში მოიპოვოს ძალა, რომელიც გაამხნევებს მას და მისცემს იმედს, გაბედულებასა და სიბრძნეს ყველაზე რთულ წუთებში. რაოდენ საამურია საზრუნავით გატანჯული დედისთვის იმის გაცნობიერება, რომ მას ასეთი მეგობარი ჰყავს, მეგობარი, რომელსაც შეუძლია დახმარება ყოველგვარ გაჭირვებაში! დედები რომ ხშირად მიდიოდნენ იესოსთან და უფრო მეტად რომ ენდობოდნენ მას, მათი ცხოვრება უფრო იოლი გახდებოდა და მათი სულები სიმშვიდეს პოვებდა. ბოს 57.3
თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი შვილების სწორად აღზრდას ღმერთის დახმარების გარეშე. ბოს 58.1
როდესაც მშობლები მისდევენ ღვთიურ მითითებებს შვილები აღზრდაში, ისინი მაღლიდან ღებულობენ დახმარებას. როდესაც შვილებს ასწავლიან, მშობლები თვითონ სწავლობენ. მათი შვილები გამარჯვებას ღვთის ნების გაგებით მოიპოვებენ. ბოს 58.2
მშობლებო, შრომობდით კი შეუნელებელი ენერგიით თქვენი შვილებისათვის? ზეციერი მამა აღნიშნავს თქვენს მზრუნველობას, თქვენს ძალისხმევასა და მუდმივ სიფხიზლეს. მას ესმის თქვენი ლოცვები. მოთმინებითა და სინაზით აღზარდეთ შვილები უფლისათვის. მთელი ზეცა დაინტერესებულია თქვენს შრომაში. ღმერთი ერთიანდება თქვენთან, და წარმატებით აგვირგვინებს თქვენს ძალისხმევას. ბოს 58.3
როდესაც შეეცდებით შვილებს სახარების ჭეშმარიტებები აუხსნათ და მათ ქრისტეზე, როგორც მათ მაცხოვარზე მიუთითებთ, ანგელოზები თქვენ გვერდით იქნებიან. უფალი მამებსა და დედებს აძლევს მადლს, რათა მათ შეძლონ თავიანთი პატარების დაინტერესება ყრმით ბეთლემიდან, რომელიც ჭეშმარიტად არის წუთისოფლის იმედი. ბოს 58.4
როდესაც თავიანთ მნიშვნელოვან საქმეს აღასრულებენ, მშობლებმა ღვთიური დახმარება უნდა ითხოვონ და ისინი მიიღებენ მას. ბოს 58.5
თუ თვით მშობლების ხასიათი, ჩვევები და წესჩვეულებანიც კი არა საუკეთესო სახით არის ფორმირებული, თუ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მიღებულმა გაკვეთილებმა ხასიათის არასწორი ჩამოყალიბება გამოიწვია, მაშინაც არ უნდა დაკარგონ მათ იმედი. ღმერთის მომქცევ ძალას შეუძლია შეცვალოს შთამომავლობით მიღებული ან შეძენილი მიდრეკილებები, რადგანაც ქრისტეს რელიგია აღამაღლებს. ბოს 59.1
თუ შეჰღაღადებთ, უფალი გიპასუხებთ. იგი გეტყვით: “აქ ვარ; რა გსურს, შენთვის რომ გავაკეთო?” ზეცა ისეა დაკავშირებული მიწასთან, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია შესარულოს თავის საქმე. უფალს უყვარს ბავშვები და სურს, ისინი აღზრდილნი იყვნენ ისე, რომ ესმოდეთ თავიანთი მაღალი მოწოდება. ბოს 59.2