ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

19/154

ცხოვრების სკოლა

ერთობლივი ცხოვრების პირველი წელიწადი - ეს არის გამოცდილების დაგროვების წელიწადი, როდესაც ცოლი და ქმარი შეიცნობენ ერთმანეთის ხასიათის სხვადასხვა თვისებებს, მსგავსად იმისა, როგორც ბავშვი შეიცნობს ახალს სკოლაში. დაე, თქვენი ოჯახური ცხოვრების ამ პირველ თავში ნუ იქნება გვერდები, რომლებიც შელახავს თქვენს მომავალ ბედნიერებას. ბოს 17.2

თქვენს ცხოვრებისეულ კავშირში როგორც ქმრის, ასევე ცოლის სიყვარული უნდა ემსახუროს ორივეს ბედნიერებას. Öოველმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ყოველივე შესაძლებელი მეორის ბედნიერებისათვის. ეს არის ღმერთის ნება თქვენს მიმართ. მაგრამ როდესაც თქვენ გაერთიანდებით, არ უნდა დაკარგოთ ინდივიდუალურობა, არ უნდა გაიქნათ ერთმანეთში. თქვენი ინდივიდუალურობა ეკუთვნის ღმერთს. თქვენ მას უნდა ჰკითხოთ: როგორ შემიძლია საუკეთესო სახით აღვასრულო ის ჩანაფიქრი, რომლის გამოც ვარ შექმნილი? ბოს 17.3

იმისათვის, რომ გაიგო, თუ რას წარმოადგენს ცოლქმრული ურთიერთობები, საჭიროა განვლო მთელი ცხოვრება. ისინი, ვინც ქორწინდებიან, შედიან სკოლაში, რომელსაც ამ ცხოვრების მანძილზე ვერ დაამთავრებენ. რაოდენ წინადხედულად და გონივრუ- ლადაც არ უნდა იწყებოდეს ქორწინება, იშვიათად შეხვდებით წყვილს, რომელიც ერთიანი იქნებოდა ყველაფერში როდესაც საქორწინო ცერემონია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქორწინებაში გაერთიანებული ორი ადამიანის ჭეშმარიტი კავშირი მომდევნო წლების განმავლობაში იქმნება. ბოს 17.4

როდესაც ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და უბედურებებს აწყდება, რომანტიკა, რომლითაც - წარმოსახვა ხშირად გარემოიცავს ქორწინებას, ქრება. ბოს 18.1

ცოლქმარი ეცნობა ერთმანეთის ხასიათს ისე, როგორც არასდროს ადრე. ეს არის კრიტიკული პერიოდი მათ ერთობლივ ცხოვრებაში. მთელი მომავალი ცხოვრების ბედნიერება და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა სწორი გზის არჩევას ახლა. ხშირად ისინი პარტნიორში ამჩნევენ ადრე უცნობ სისუსტეებსა და ნაკლს; მაგრამ გულები, გაერთიანებული სიყვარულით, აღმოაჩენენ ადრე უცნობ ღირსებებსაც. დაე, მეუღლეები ესწრაფოდნენ გამოააშკარაონ უპირატესობები და არა ნაკლოვანებები. ხშირად ჩვენი პირადი დამოკიდებულება, ატმოსფერო, რომლითაც გარემოცულნი ვართ, განსაზღვრავს იმას, თუ რას ვხედავთ სხვებში. ბოს 18.2