ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ქრისტე და ქორწინება
ქრისტე მოვიდა არა გასაუქმებლად, არამედ ქორწინების ინსტიტუტის მის პირველქმნილ სიწმინდემდე და სიმაღლემდე აღსადგენად. იგი მოვიდა, რათა ადამიანში აღედგინა ღვთის ზნეობრივი ხატება და თავისი საქმე - იმით დაიწყო, რომ მოიწონა ცოლქმრული ურთიერთობები. ბოს 16.3
ქრისტედან მომდინარე ღვთიური სიყვარული არასოდეს ანგრევს ადამიანურ სიყვარულს, არამედ გარემოიცავს მას. ამის წყალობით ადამიანური სიყვარული ხდება დახვეწილი და სუფთა, ამაღლებული და კეთილშობილური. ადამიანური სიყვარული არასოდეს გამოიღებს ძვირფას ნაყოფს, თუ იგი არ შეუერთდება ღვთიურს და არ იქნება მიმართული მაღლა, რათა გაიზარდოს ზეცისთვის. ღმერთს სურს იხილოს ბედნიერი ქორწინება, ბედნიერი ოჯახები. ბოს 16.4
სხვა კეთილი საქმეების მსგავსად, რომლებიც ღმერთმა ადამიანებს მიანდო, ქორწინება გაუკუღმართებული იყო ცოდვით, მაგრამ სახარების მიზანია მისი სისუფთავისა და მიმზიდველობის აღდგენა. უფალს სურს, რომ ოჯახი იქცეს ყველაზე ბედნიერ ადგილად დედამიწაზე, იქცეს ზეციური ოჯახის სიმბოლოდ. ბოს 17.1