ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

146/154

სტუმართმოყვარეობა

ბიბლია გვაძლევს დაჟინებით რეკომენდაციას გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა. “სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ” (ებრ.13:2). ბოს 156.1

ზოგიერთი ცუდ ჯანმრთელობას იმიზეზებს - ისინი სიამოვნებით გამოიჩენდნენ სტუმართმოყვარეობას, ძალა რომ ჰქონდეთ. თქვენთვის, ვისაც ცუდი ჯანმრთელობა სტანჯავს, არის საშუალება: “განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულებელჰყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება” (ეს.58:7,8). კეთილი საქმეები - ეს არის ავადმყოფობისაგან განკურნების შესანიშნავი საშუალება. ბოს 156.2

ის, ვინც თავის თავში იკეტება, ვინც არ არის განწყობილი სტუმრის მისაღებად, მრავალ კურთხევას იკლებს. როდესაც სტუმართმოყვარეობის სული კვდება, გული ეგოიზმის დამბლით ზიანდება. ბოს 156.3