დიადი ბრძოლა

16/42

თავი 16 - პირველი პროტესტანტები ამერიკაში

ინგლისელმა რეფორმატორებმა თუმცა კათოლიკური რელიგია უარყვეს, იმავე დროს მისი ბევრი ფორმა შეინარჩუნეს. მართალია ძირითადში უარს ამბობდნენ პაპის რელიგიის ავტორიტეტზე და რწმენის სიმბოლოზე, მაინც ბევრი მისი რიტუალი და ადათწესი შევიდა ანგლიკანურ ღვთისმსახურებაში. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ტრადიციები არ წარმოადგენს სინდისის საკითხს და თუმცა წმიდა წერილში ისინი არაა ნახსენები, მაშასადამე არც არსებითია, მაგრამ აკრძალულიც არ არის და არც ვნება მოაქვთ. მიიჩნევდნენ, რომ მათ დაცვას შეიძლებოდა რეფორმირებულ ეკლესიათა და რომს შორის გაყოფით წარმოშობილი უფსკრული ამოევსო და კათოლიკეებისთვის ხელი შეეწყო პროტესტანტული რწმენის მიღებაში. დბ 178.1

კონსერვატორები და კომპრომისის მომხრეები ამ მტკიცებებს სავსებით ლოგიკურად თვლიდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელნიც სხვაგვარად მსჯელობდნენ. ის ფაქტი, რომ ეს რიტუალები”ხიდს დებდა რომსა და რეფორმაციას შორის”, მათი აზრით, ყველაზე დიდი არგუმენტი იყო მათი დაცვის წინააღმდეგ. მათში ისინი ხედავდნენ სიმბოლოს მონობისა, რომლისგანაც უკვე გათავისუფლდნენ და არ სურდათ კვლავ ამ უღელში შებმა. ისინი მიუთითებდნენ, რომ ღვთისმსახურების პრინციპი უფალმა თავის სიტყვაში მოგვცა და ადამიანებმა მას არც უნდა დაუმატონ რაიმე, არც უნდა დააკლონ. უდიდესი განდგომილება სწორედ იმით დაიწყო, რომ უფლის ავტორიტეტი ეკლესიის ავტორიტეტით შეივსო. თავდაპირველად რომმა აკრძალა ის, რაც ღმერთს არ აუკრძალავს, საბოლოო ჯამში კი აკრძალა ის, რაც უფალმა დაადგინა. დბ 178.2

ადრეული ქრისტიანული რელიგიის სიწმიდისა და უბრალოების დაბრუნება ბევრს გულწრფელად სურდა. ანგლიკანური ეკლესიის ცერემონიებში კერპთაყვანისმცემლურ გადმონაშთებს ხედავდნენ და სინდისი არ აძლევდა ამგვარ ცერემონიებში მონაწილეობის მიღების ნებას. მაგრამ ეკლესია, სარგებლობდა რა სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერით, მტკიცედ იცავდა თავის დადგენილ წესებს. კანონი ყველას ავალდებულებდა ოფიციალური ეკლესიის ღვთისმსახურებაზე დასწრებას, სხვა რელიგიური შეკრებები კი დაპატიმრების, გადასახლებისა და სიკვდილის მუქარით იქნა აკრძალული. დბ 178.3

XVII საუკუნის დასაწყისში ტახტზე ახლადასულმა მეფემ თავისი მტკიცე გადაწყვეტილება გამოაცხადა:“ყველა პურიტანი იძულებულია, აღიაროს მხოლოდ ანგლიკანური ეკლესიის ავტორიტეტი... წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მკაცრი ზომების თავიდან ასაცილებლად, მათ სამშობლო უნდა დატოვონ”. ამ დევნილ, ციხის საკნებში გატანჯულ ხალხს უკეთესი დროის იმედი აღარ დარჩა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათთვის, ვინც გულწრფელად და საკუთარი სინდისის თანახმად ემსახურებოდნენ უფალს,“ინგლისი საცხოვრებლად აღარ გამოდგებოდა”. ზოგმა თავშესაფრის ძებნაში hოლანდიას მიაშურა, მაგრამ იქაც დიდ სიძნელეებსა და დევნას წააწყდა. მათ გეგმებს აღსრულება არ ეწერა. მოღალატეთა წყალობით ისინი ხშირად უვარდებოდნენ ხელში მტერს, მაგრამ მათმა სიმტკიცემ და სითამამემ გაიმარჯვა და ბევრმა თავშესაფარი hოლანდიის სტუმართმოყვარე რესპუბლიკაში hპოვა. დბ 179.1

დევნილნი სიჩქარის გამო თავიანთ სახლკარს, ქონებას და საარსებო საშუალებებს ტოვებდნენ. იქ, უცხოეთში, უცნობ ადამიანთა შორის, მათი ენისა და ზნეჩვეულებათა უცოდინარობის გამო, ისინი იძულებული ხდებოდნენ ლუკმაპურის მოსაპოვებლად ახალი, მათთვის უცნობი საქმისათვის მოეკიდათ ხელი. ხანში შესული ადამიანები, რომელნიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მიწას ამუშავებდნენ, ახლა სხვადასხვა ტექნიკურ პროფესიებს ითვისებდნენ. მაგრამ ყოველგვარ გასაჭირს მტკიცედ ხვდებოდნენ, თავიანთ ხვედრს ეგუებოდნენ, დროს უქმად არ კარგავდნენ და არც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. უკიდურესი გაჭირვების დროს კი მადლობას სწირავდნენ ღმერთს მისი წყალობისა და იმ დიდი სიხარულისათვის, რომელიც მათთვის თავისუფალ სულიერ ურთიერთობებს მოhქონდა.”ისინი თავს მლოცველ მწირებად თვლიდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. მათი მზერა მიმართული იყო მხოლოდ ზეცისაკენ, თავიანთი ძვირფასი სამშობლოსაკენ, რითაც სიმშვიდეს hპოვებდნენ”. დბ 179.2

გადასახლებამ და გაჭირვებამ კიდევ უფრო განამტკიცა მათი რწმენა და სიყვარული. ისინი მხოლოდ უფლის აღთქმაზე იყვნენ დაყრდნობილნი და უფალმაც არ მიატოვა გასაჭირში. უფლის ანგელოზები ყოველთვის მათთან იყვნენ, ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ ხიზნებს. და როდესაც უფლის ხელმა უჩვენა გზა ოკეანის გადაღმამიწაზე, სადაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა და შთამომავლობისათვის მემკვიდრეობად რელიგიის თავისუფლების დატოვება შეეძლოთ, ისინიც უფლის მიერ მითითებულ მხარეს უყოყმანოდ გაემართნენ. დბ 179.3

უფალმა დაუშვა განსაცდელი თავისი ხალხისათვის, რომ ისინი ღვთიური წყალობის მისაღებად მოემზადებინა. ეკლესია დამცირებულ იქნა, რათა შემდგომ ამაღლებულიყო. უფალი მზად იყო დაეცვა ის, რათა მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინა, რომ არასოდეს ავიწყდება თავისი მოიმედენი. იგი ყველა მოვლენას ისე მართავდა, რომ სატანის მძვინვარებასა და უწმიდურთა ზრახვებს ხელი შეეწყო მისი დიდების გამოვლინებისათვის და ღვთის შვილთა უშიშროებისათვის. დევნამ და გადასახლებამ მის ხალხს თავისუფლებისაკენ გაუხსნა გზა. დბ 179.4

ანგლიკანური ეკლესიისაგან იძულებით გამოყოფილი პურიტანები შეკავშირდნენ და საზეიმო ფიცი დადეს, რომ ისინი, როგორც უფლის თავისუფალი შვილნი,“ივლიან უფლის მათთვის ცნობილი თუ ჯერ კიდევ უცნობი გზებით”. სწორედ ამაში გამოიხატებოდა რეფორმაციის ჭეშმარიტი სული და პროტესტანტიზმის ცხოვრებისეული პრინციპები; ამ მიზნით დატოვეს პროტესტანტებმა hოლანდია, რათა ეპოვათ ახალი სამშობლო ახალ მიწაზე. მათმა პასტორმა ჯონ რობინსონმა, რომელიც უფლის ნებით არ გაემგზავრა მათთან ერთად, გამოთხოვებისას მიმართა მათ: დბ 179.5

`ძმებო! ჩვენ მალე დავშორდებით და მხოლოდ უფალმა უწყის, შევხვდებით თუ არა კვლავ ერთმანეთს. არ ვიცი, როგორი იქნება უფლის ნება, მაგრამ მე გევედრებით ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე: მომბაძეთ მხოლოდ იმაში, რაშიც მე ვბაძავდი ქრისტეს. თუკი უფალი სხვა ვინმეს მეშვეობით კვლავ გამოგიგზავნით ახალ ნათელს, მზად იყავით მის მისაღებად ისევე, როგორც ჩემგან ღებულობდით ყოველგვარ ჭეშმარიტებას; რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უფალს ჯერ კიდევ მრავლად აქვს ჭეშმარიტება და ნათელი, რომელიც მან თავის სიტყვაში უნდა გამოგიცხადოთ. დბ 180.1

რაც შემეხება მე, მეტად ვწუხვარ რეფორმისტულ ეკლესიათა ახლანდელი მდგომარეობის გამო, რომელთაც მიაღწიეს რელიგიის განვითარების განსაზღვრულ ეტაპს და ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ სურთ მისი შემდგომი განვითარებისაკენ. ლუთერანებს არ სურთ იმაზე წინ გაიხედონ, ვიდრე ლუთერი იხედებოდა... კალვინისტები, როგორც თავად ხედავთ, იმ ადგილას შეჩერდნენ, სადაც ისინი უფლის ამ დიდებულმა შვილმა დატოვა, რადგან მან ყველაფერი არ იცოდა. რა დასანანია, რომ ეკლესიები ასეთ სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი ფუძემდებლები თავის დროზე მსოფლიოსათვის სინათლის მატარებლები იყვნენ, მაგრამ ისინიც კი სრულად ვერ ჩაწვდნენ უფლის მოძღვრებებს. ისინი რომ ახლა ცოცხლები იყვნენ, შეძლებდნენ ახალი ნათელის მიღებას, როგორც ოდესღაც მისი პირველი სხივები მიიღეს”. დბ 180.2

`მარად გახსოვდეთ აღთქმა, რომელიც ეკლესიაში უფლის წინაშე დადეთ, რომ ივლით უფლის გზებით, რომელნიც თქვენთვის უკვე ცნობილია და რომელნიც მომავალში კიდევ გაგეხსნებათ. გახსოვდეთ თქვენი აღთქმა უფლისა და ერთმანეთის წინაშე, რომ მიიღებთ უფლის სიტყვის მიერ გაცხადებულ ყოველგვარ ნათელს და ჭეშმარიტებას, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული. მაგრამ ძალიან გთხოვთ, სანამ ჭეშმარიტებას მიიღებდეთ, ფრთხილად იყავით, აწონდაწონეთ, შეადარეთ იგი წერილის სხვადასხვა ადგილებს, რადგან შეუძლებელია, რომ ქრისტიანულმა სამყარომ, რომელიც ახლახანს გათავისუფლდა ანტიქრისტიანული წყვდიადისაგან, უცბად აღიქვას სრულყოფილი შემეცნების სისრულე”. დბ 180.3

სინდისის თავისუფლების შეძენისაკენ სწრაფვა უფლის ერთგულ შვილებს ძალას მატებდა და ეხმარებოდა ოკეანეში ამ ხანგრძლივი მოგზაურობისას ყოველგვარი გასაჭირის გადატანაში, ამ უკაცრიელ მიწაზე მრავალი გაჭირვებისა და ხიფათის გაძლებაში და ამერიკის ნაპირებზე ღვთის კურთხევით უძლიერესი ერის საძირკვლის ჩაყრაში. მაგრამ მიუხედავად ღრმა ღვთისმოსაობისა და პატიოსნებისა, მათ მაინც სრულად ვერ შეიმეცნეს რელიგიური თავისუფლების უდიდესი პრინციპების მნიშვნელობა. ისინი არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ ასეთი დიდი მსხვერპლით მოპოვებული თავისუფლება სხვებისთვის გაეზიარებინათ.”XVII საუკუნის გამოჩენილ მოაზროვნეთა და მორალისტთა შორისაც კი ბევრს არ hქონდა სწორი წარმოდგენა ახალი აღთქმის უდიდეს პრინციპზე, რომელიც ადამიანური რწმენის ერთადერთ მსაჯულად ღმერთს აღიარებს”. მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღმერთმა ეკლესიას მისცა უფლება, იბატონოს სინდისზე და განსაზღვროს და დასაჯოს ერესი - პაპიზმის ერთერთი ღრმად ფესვგადგმული, მტკნარი სიცრუეა. თუმცა რეფორმატორები განუდგნენ კათოლიკურ რელიგიურ მოძღვრებას, მაგრამ ამავე დროს რელიგიური შეუწყნარებლობის სულისაგან სრულად ვერ გათავისუფლებულიყვნენ. ჯერ კიდევ სრულად არ იყო გაფანტული ის დიდი წყვდიადი, რომლითაც საუკუნეთა მანძილზე პაპი ქრისტიანულ სამყაროს მოსავდა. მასაჩუსეტსის შტატის ერთერთმა ცნობილმა მოღვაწემ თქვა:“რელიგიურმა შეუწყნარებლობამ სამყარო ანტიქრისტიანული გახადა; და ბევრის აზრით, თითქოს არაფერია საზიანო და ცუდი ეკლესიის მიერ ერეტიკოსთა დასჯაში”. ახალმოსახლეებმა მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც სამოქალაქო მმართველობაში ხმის უფლება მხოლოდ ეკლესიის წევრებს hქონდათ. შეიქმნა სახელმწიფო ეკლესიის მსგავსი ორგანიზაცია და ყოველი ადამიანი ვალდებული იყო მხარი დაეჭირა სამღვდელოებისათვის, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლებამ მიიღო უფლებამოსილება ყოველგვარი ერესის აღსაკვეთად. ამრიგად, სამოქალაქო ხელისუფლება ეკლესიის ხელში აღმოჩნდა. ამ ზომების გატარებას მალე მოhყვა გარდაუვალი შედეგი - დევნა. დბ 180.4

პირველი კოლონიის დაარსებიდან II წლის შემდეგ ახალ ქვეყანაში ჩამოვიდა როჯერ უილიამსი. ისიც, პირველ მოსახლეთა მსგავსად, მშვიდობის საძიებლად ჩამოვიდა აქ, მაგრამ მათგან განსხვავებით, როჯერს კარგად ესმოდა, რომ თავისუფლება - ეს არის ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა. იგი სიმართლის გულწრფელი მძებნელი იყო და რობინსონთან ერთად იზიარებდა იმ აზრს, რომ მსოფლიოს ჯერ არ მიუღია ღვთის სიტყვის სრული ნათელი.”უილიამსი თანამედროვე საქრისტიანოში პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კანონის წინაშე სინდისის თავისუფლებისა და მრწამსის თანასწორობის პრინციპები სახელმწიფო მმართველობის საფუძველში ჩადო”. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს დანაშაული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხელყოს პიროვნების სინდისის თავისუფლება.”ხელისუფლების წარმომადგენლებს ან საზოგადოებას შეუძლიათ განსაჯონ ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, მაგრამ როდესაც ცდილობენ ადამიანებს განუსაზღვრონ, თუ როგორი უნდა იყოს მათი დამოკიდებულება ღმერთთან, აქ ისინი აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და სახიფათო მდგომარეობას ქმნიან, რადგან თავისთავად ცხადია, რომ დღეს ხელისუფლებას შეუძლია ხალხს თავს მოახვიოს ერთი რელიგიური მრწამსი, ხვალ კი - სულ სხვა. ასე მოქმედებდა ინგლისში ბევრი მეფე და დედოფალი, ასეთივე გადაწყვეტილებას ღებულობდნენ რომის პაპები და ეკლესიის კრებები. ამის შედეგად რწმენის საკითხებში ბევრ გაუგებრობას hქონდა ადგილი”. დბ 181.1

მას, ვინც ოფიციალური ეკლესიის ღვთისმსახურებას არ დაესწრებოდა, ჯარიმა და ციხე ემუქრებოდა. უილიამსმა გააკრიტიკა ეს კანონი; ინგლისის კანონმდებლობის ერთერთი ყველაზე უვარგისი პუნქტი იყო ადგილობრივი სამრევლოს ღვთისმსახურებაზე აუცილებელი დასწრების მოთხოვნა. ადამიანთა იძულებით გაერთიანებას სხვა რელიგიური მრწამსის ხალხთან იგი აფასებდა, როგორც მათი ბუნებრივი უფლებების აშკარა და პირდაპირ დარღვევას; ურწმუნო და რელიგიისაგან შორს მყოფ ადამიანთა ღვთისმსახურებაზე დასწრების იძულება თვალთმაქცობისა და პირმოთნეობის ხელშეწყობას ნიშნავდა.”არ შეიძლება ადამიანი აიძულო, იაროს ღვთისმსახურებაზე ან ეკლესიას გაუწიოს მატერიალური დახმარება” - ამბობდა იგი.”როგორ? - უკვირდათ მის მოწინააღმდეგეებს, - განა მსახურებს არ უნდა აუნაზღაურდეთ მათი შრომის საფასური?””რასაკვირველია, - პასუხობდა იგი, - მაგრამ უნდა აუნაზღაუროს იმან, ვინც იგი დაიქირავა”. დბ 181.2

როჯერ უილიამსი უყვარდათ და დიდად აფასებდნენ, როგორც ერთგულ მსახურს, განსაკუთრებული, იშვიათი ნიჭით დაჯილდოებულს, მოუსყიდველი პატიოსნებისა და დიდი გულის მქონეს, მაგრამ იმის გამო, რომ ასე მტკიცედ და საჯაროდ კიცხავდა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის მართვას და რელიგიური თავისუფლების ხელყოფას, იგი შეიძულეს. იმის შიშით, რომ მისი იდეების ცხოვრებაში დამკვიდრება დაანგრევდა სახელმწიფოს და ხელისუფლებას ძირს გამოუთხრიდა, უილიამსის კოლონიიდან გაძევების დადგენილება გამოიტანეს. პატიმრობა რომ თავიდან აეცილებინა, იგი იძულებული გახდა ზამთრის სუსხიან ყინვაში უღრან ტყეში დამალულიყო. დბ 181.3

“თოთხმეტი კვირის განმავლობაში, - შემდგომში იხსენებდა იგი, - დავეხეტებოდი ისე უსახლკაროდ, ლუკმაპურის გარეშე. მაგრამ ყვავები მკვებავდნენ და ხეთა ფუღუროები სახლის მაგივრობას მიწევდნენ”. იგი განაგრძობდა ამ მძიმე გზას გაუვალ, დათოვლილ ტყეებში, სანამ ინდიელთა ტომს არ წააწყდა. ასწავლიდა რა მათ სახარების ჭეშმარიტებას, მალე ინდიელთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დბ 182.1

მრავალი თვის ხეტიალის შემდეგ მან ნარაგენსეთის ყურეს მიაღწია, სადაც საფუძველი ჩაუყარა პირველ შტატს, რომელშიც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღიარებული იქნა რელიგიის თავისუფლება. როჯერ უილიამსის კოლონიის ფუნდამენტალური პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა:“ყოველ ადამიანს უფლება აქვს ღმერთს ემსახუროს თავისი სინდისის მიხედვით”. მისი პატარა შტატი როდაილენდი ყველა დევნილის თავშესაფარი გახდა, ის კი სულ უფრო იზრდებოდა და მშვენდებოდა, სანამ მისი ძირითადი პრინციპები - სამოქალაქო და რელიგიური თავისუფლება ქვაკუთხედად არ დაედო ამერიკის რესპუბლიკას. დბ 182.2

უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა წამოაყენეს, როგორც უფლებათა კანონი - დამოუკიდებლობის დეკლარაციაში - განაცხადეს:“ჩვენ ვთვლით, რომ აშკარა ჭეშმარიტებაა შემდეგი: უფალმა ყოველ ადამიანს თავისუფლება და თანასწორობა უბოძა და ყველას აქვს უზენაესის მიერ მიცემული განსაზღვრული უფლებანი: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა”. კონსტიტუცია სინდისის ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას იძლევა:“რელიგიური მრწამსი არ შეიძლება ჩაითვალოს მიზეზად ან დაბრკოლებად რაიმე თანამდებობის დასაკავებლად შეერთებულ შტატებში”.”კონგრესს არა აქვს უფლება, ვინმეს თავს მოახვიოს რომელიმე რელიგიური მრწამსი ან აუკრძალოს იგი”. დბ 182.3

`კონსტიტუციის ავტორებმა აღიარეს ამ პრინციპების უცვლელობა, რომლის თანახმადაც ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულება არ ექვემდებარება ადამიანურ კანონებს, ხოლო სინდისის თავისუფლება ხელშეუხებელია. ეს ჭეშმარიტება მტკიცებას არ საჭიროებს - იგი ჩვენს სულში ცოცხლობს. სწორედ იგი, სხვა ადამიანური კანონების საპირისპიროდ, დაეხმარა მრავალ წამებულს კოცონისა და ტანჯვაწამების გადატანაში. მათ იცოდნენ, რომ უფლის მიმართ მოვალეობა ყოველგვარ ადამიანურ დადგენილებებს აღემატება, რომ ადამიანს არა აქვს რაიმე ძალაუფლება მათ სინდისზე. ამ თანდაყოლილი პრინციპის აღმოფხვრა შეუძლებელია”. დბ 182.4

როდესაც ევროპაში ცნობილი გახდა, რომ არსებობს სახელმწიფო, სადაც ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი შრომის ნაყოფით დატკბეს და თავისი სინდისის კარნახით იცხოვროს, ათასობით ადამიანმა მიაშურა ახალი ქვეყნის ნაპირებს. კოლონიები სწრაფად იზრდებოდა. მასაჩუსეტსის შტატი სპეციალური კანონით სთავაზობდა თავშესაფარს და უანგარო დახმარებას ნებისმიერი ეროვნების ქრისტიანს, რომელიც”გაურბოდა ომს, შიმშილსა და დევნას” და იქ ჩასვლას შეძლებდა. ამგვარად, ლტოლვილი და დევნილი ადამიანები კანონის ძალით გახდნენ ამ სახელმწიფოს სტუმრები. და ოცი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც პირველმა გემმა ღუზა ჩაუშვა პლიმუტში, მრავალი ათასობით მორწმუნე დასახლდა ახალ ინგლისში. დბ 182.5

სასურველი თავისუფლების მისაღწევად”ისინი მზად იყვნენ ხელმოკლედ და მოკრძალებულად ეცხოვრათ. იმედოვნებდნენ, რომ მიწა მხოლოდ თავიანთი შრომის საფასურს აუნაზღაურებდა მათ. არ ოცნებობდნენ სიმდიდრეზე - სიხარულით შეhყურებდნენ, თუ როგორ თანდათანობით, ნელნელა, მაგრამ მტკიცედ ყალიბდებოდა მათი სახელმწიფო და ცრემლებით რწყავდნენ თავისუფლების ხეს, სანამ მან ღრმად არ გაიდგა ფესვი”. დბ 182.6

ბიბლია მათთვის იყო რწმენის საფუძველი, სიბრძნის წყარო და თავისუფლების კანონი. მის პრინციპებს გულმოდგინედ სწავლობდნენ სახლში, სკოლაში, ეკლესიაში და ამის ნაყოფი იყო მომჭირნეობა, საღი აზრი, თავაზიანობა და თავშეკავებულობა. წლების განმავლობაში პურიტანულ კოლონიებში ვერ ნახავდით”ვერც ერთ ლოთს, ვერ გაიგონებდით წყევლას და ვერ შეხვდებოდით მათხოვარს”. ეს იყო ცოცხალი მოწმობა იმისა, რომ ბიბლიური პრინციპები ეროვნული სიდიადის მტკიცე გარანტიაა. სუსტი, ცალკეული დასახლებები თანდათან ძლიერი შტატების კონფედერაციად იქცნენ და მსოფლიო განცვიფრებით აღნიშნავდა, რომ შესაძლებელი ყოფილა სიმშვიდე და წარმატება”ეკლესიისა - პაპის გარეშე და სახელმწიფოსი - მეფის გარეშე”. დბ 183.1

მაგრამ ამერიკის ნაპირებს განუწყვეტლივ აწყდებოდა სხვა ხალხიც, რომელთაც პირველად ჩამოსულ მორწმუნეთა იდეებთან არაფერი hქონდათ საერთო. თუმცა ჭეშმარიტ რწმენასა და სიწმიდეს დიდი გარდამქმნელი ზეგავლენა hქონდა, მაინც თანდათან უფრო სუსტდებოდა, სანაცვლოდ კი იზრდებოდა მათი რიცხვი, ვინც აქ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად ჩამოდიოდა. დბ 183.2

პირველ მოსახლეთა დადგენილებამ იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეკლესიის წევრებს ეძლეოდათ სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოებში საპასუხისმგებლო თანამდებობათა დაკავების უფლება, დამღუპველი შედეგი გამოიღო. ზომებმა, რომლებიც მიღებული იქნა სახელმწიფოს განმტკიცებისათვის, ეკლესიის დაცემა გამოიწვია. ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის წინაპირობა რელიგიური მრწამსი იყო, ბევრი, სახელმწიფოში განსაზღვრული თანამდებობის დაკავების მიზნით, ფორმალურად ხდებოდა ეკლესიის წევრი, მათი გული კი შორს იდგა ჭეშმარიტი რელიგიისაგან. ამგვარად, ეკლესია თითქმის ურწმუნოთაგან შედგებოდა, თვით ღვთისმსახურთა შორისაც კი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგო იდეებს ქადაგებდნენ და წარმოდგენაც არ hქონდათ სულიწმიდის გარდამქმნელ ძალაზე. შედეგები ისეთივე დამღუპველი იყო, როგორიც არაერთხელ გვხვდება საეკლესიო ისტორიაში კონსტანტინეს პერიოდიდან დღემდე, როდესაც ეკლესიის შენება ხდებოდა სახელმწიფოს ხარჯზე, როცა სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართავდნენ იმ სახარების მხარდასაჭერად, რომლის ავტორმა თქვა:“ჩემი სამეფო არ არის წუთისოფლისა”. ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირი, თუნდაც უმნიშვნელო, მიმართული წუთისოფლის ეკლესიასთან დაახლოებისაკენ, სინამდვილეში ეკლესიას აახლოებს წუთისოფელთან. დბ 183.3

რობინსონისა და როჯერ უილიამსის მიერ ჩამოყალიბებული კეთილშობილური პრინციპი -“ჭეშმარიტება პროგრესულია და ყოველი ქრისტიანი მზად უნდა იყოს იმ სინათლის მისაღებად, რომელმაც შეიძლება წმიდა წერილის ფურცლებიდან გამოასხივოს”, - მათმა შთამომავლობამ თანდათან დაკარგა. ამერიკისა და ევროპის პროტესტანტულმა ეკლესიებმა, თუმც მიიღეს რეფორმაციის უდიდესი მადლი, მაგრამ ვერ წაიწიეს წინ რეფორმების გზით. თუმცა დრო და დრო გამოჩნდებოდნენ ხოლმე ღვთის ერთგული შვილები, რომლებიც ახალ ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ და გაბატონებულ სიცრუეს ამხილებდნენ, მაინც უმრავლესობა, ქრისტეს დღეების იუდეველთა და ლუთერის პერიოდის პაპისტების მსგავსად, კმაყოფილდებოდა მამაპაპათა რელიგიით და არც თავისი ცხოვრების გარდაქმნის სურვილი hქონდა. ამიტომაც რელიგიამ კვლავ ფორმალური სახე მიიღო, კვლავ დაუბრუნდა იგი ადრინდელ შეცდომებსა და ცრურწმენას, რომელთა აღმოფხვრაც მხოლოდ მაშინ გახდებოდა შესაძლებელი, თუ ეკლესია ღვთის სიტყვის”ნათელში სიარულს” განაგრძობდა. რეფორმაციის სული თანდათანობით ქრებოდა, ვიდრე თვით პროტესტანტულ ეკლესიებშიც არ მომწიფდა რეფორმათა გატარების უდიდესი მოთხოვნილება, როგორც ეს იყო რომის ეკლესიაში ლუთერის დროს. აქაც იგივე მიწიერი სურვილები, სულიერი სიჩლუნგე და ადამიანური აზრების თაყვანისცემა სუფევდა, ღვთის სიტყვის ნაცვლად კი ხალხთა მიერ შეძენილი თეორიები იყო გამეფებული. დბ 183.4

XIX საუკუნის დასაწყისში ბიბლიის საყოველთაო გავრცელებამ და ჭეშმარიტების უდიდესმა ნათელმა, რომელმაც მთელი მსოფლიო გაასხივოსნა, ჭეშმარიტების შემეცნებასა და რელიგიურ პრაქტიკას მაინც ვერ მოუტანა შესაბამისი წარმატება. სატანას აღარ შეეძლო ღვთის სიტყვის დამალვა ხალხისაგან, რადგან იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ თავისი მიზნის მისაღწევად მან სხვა ხერხს მიმართა: ხალხს შთააგონა, რომ წმიდა წერილი არცთუ ისე მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის. წერილის შესწავლის შესაძლებლობის უგულვებელყოფის გამო ხალხი კვლავ მის არასწორ ახსნაგანმარტებას ღებულობდა და იზიარებდა მოძღვრებას, რომელსაც არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნდა. დბ 184.1

დაინახა რა საკუთარი უძლურება, რომ დევნით ჭეშმარიტებას ვერ გაანადგურებდა, სატანა კვლავ შეთანხმების პრინციპს დაუბრუნდა, რომელმაც თავის დროზე დიდი განდგომილება და რომის ეკლესიის დაარსება გამოიწვია. ახლა იგი ქრისტიანებს აცდუნებდა, შეთანხმებულიყვნენ არა წარმართებთან, არამედ მათთან, ვინც თავისი მიწიერი კეთილდღეობისათვის ჭეშმარიტი კერპთაყვანისმცემლობა ხისაგან დამზადებული ხატების თაყვანისცემაში გამოავლინეს. ასეთი კავშირის შედეგი არანაკლებ დამღუპველი აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარსულში იყო. ნიღაბქვეშ იმალებოდა სიამაყე, ფუფუნება და ანგარება. ეკლესია იხრწნებოდა. სატანა კვლავ განაგრძობდა ბიბლიურ ჭეშმარიტებათა დამახინჯებას; მილიონობით სულთა დამღუპველმა ტრადიციებმა ღრმად გაიდგა ფესვები. ეკლესიამ, იმის ნაცვლად, რომ ებრძოლა”რწმენისათვის, რომელიც ერთხელ გადაეცათ წმიდანებს”, მიიღო ეს ტრადიციები და იცავდა კიდეც მათ. ამგვარად განადგურდა ის პრინციპები, რომელთა დასამკვიდრებლადაც იბრძოდნენ და იტანჯებოდნენ რეფორმატორები. დბ 184.2