ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

80/154

იყავით დავდაჭერილნი

იმისათვის, რომ სრულიად შეძლოს თავის დაჭერა, დედას მართებს სიფრთხილის ყველანაირი ღონისძიების მიღება ნებისმიერი ფიზიკური და გონებრივი მოშლილობის წინააღმდეგ. მისი ცხოვრება ჯანმრთელობის წესების თანახმად უნდა მიედინებოდეს. Ïამდენადაც კვება არსებითად მოქმედებს გონებასა და ხასიათზე, დედა ძალზე ყურადღებით უნდა იყოს, საკვებად უნდა მიიღოს ის, რაც გააძღებს და არა აღაგზნებს, რათა მისი ნერვები მშვიდი, ხასიათი კი გაწონაწორებული იყოს. მაშინ, ექნება რა საქმე თავისი შვილების სხვადასხვაგვარ მიდრეკილებებთან, მისთვის უფრო იოლი იქნება მოთმინების შენარჩუნება. ბოს 81.2

დედას შეუძლია და ბევრი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ისწავლოს თავისი ნერვების და გონების მართვა დეპრესიის წუთებში; ავადმყოფობის პერიოდშიც კი შეუძლია, თუ ამას მიეჩვევა, იყოს სასიამოვნო, მხიარული და გადაიტანოს მეტი ხმაური, ვიდრე იგი მოისურვებდა. მან არ უნდა აიძულოს ბავშვები უყურონ მას დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფს და იფიქრონ, რომ სახლი - ეს არის საფლავი, დედის ოთახი კი - ყველაზე შავბნელი ადგილი მთელ დედამიწაზე. გონება და ემოციები გვემორჩილება ნებისყოფის ძალის წყალობით. ბევრ შემთხვევაში ნებისყოფა საიმედო საშუალებაა ნერვების დასაწყნარებლად. ნუ დაუშვებთ, რომ თქვენმა შვილებმა დაღვრემილი გიხილონ. ბოს 81.3