ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

77/154

სიძნელეების გადალახვისას

ცხოვრებისეულ გარემოებებისადმი დამოკიდებულება ახასიათებს ადამიანს.

მრავალი ოჯახი უბედური ხდება იმის გამო, რომ ქალი არაკეთილგანწყობილებით ეკიდება უბრალო მოვალეობებს თავის მოკრძალებულ ოჯახურ ცხოვრებაში. მას არასასიამოვნოდ ეჩვენება საქმე და საზრუნავი და ის, რისი შესრულებაც შეიძლებოდა სიხარულით, სიამოვნებითა და ინტერესით, ასევე სარგებლით საკუთარი თავისადმი, იქცევა მძიმე და მომაბეზრებელ ტვირთად. ბოს 79.1

რა თქმა უნდა, ოჯახური ცხოვრება ყოველთვის როდი მიდის შეუფერხებლად. დღის განმავლობაში ბევრი რამ გამოცდის ჩვენს მოთმინებას და მოითხოვს ძალას. ზოგიერთი გარემოების შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ზუსტად გარემოებებისადმი დამოკიდებულება ახასიათებს ადამიანს. მათ, რომლებიც გარემოებას უფლებას აძლევენ მართოს მათი პრინციპები და დაამხოს ისინი, ავიწყდებათ თავიანთი მოვალეობების შესახებ. ბოს 79.2

თუ თქვენ ღირსეულად გადალახავთ სიძნელეებს, რომელთა მიზეზით სხვები, მოთმინებისა და სიმტკიცის უქონლობის გამო, უმწეონი ხდებიან, რათა შეუპოვრად განაგრძონ თავიანთი საქმე, მაშინ თქვენ არა მარტო გაძლიერდებით, არამედ სიძნელეების გადალახვის თქვენი გამოცდილება უნარს მოგცემთ მარჯვედ დაეხმაროთ სხვებს სიტყვით და პირადი მაგალითით. ბევრ ადამიანს, რომელიც კარგად აკეთებს თავის საქმეს ხელსაყრელი ვითარების დროს, როგორც ჩანს, ხასიათი ეცვლება, როდესაც უბედურება და გამოცდა მიუახლოვდება, ხასიათი იმისდა პროპორციულად უფუჭდება, თუ რამდენი უსიამოვნება ატყდება თავს. ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ გარემოებათა მსხვერპლი ვიყოთ. ბოს 79.3

ძალზე ბევრი ქმარი და ბავშვი, რომელიც სახლში ვერ პოულობს ვერაფერს მიმზიდველს და გამუდმებით ესმის უკმაყოფილების გამომხატველი სიტყვები, სიმშვიდისა და სიხარულის ძებნას სახლის გარეთ იწყებს. ოჯახური საზრუნავით დაკავებული ცოლი და დედა, მაშინაც კი, როდესაც იგი ცდილობს არ ისაუბროს თავის უსიამოვნებებსა და სიძნელეებზე, ხშირად უყურადღებო და ძუნწი ხდება იმ სიყვარულის გამოხატვაში, რომელიც ქმრისა და შვილებისათვის სახლს მიმზიდველ ადგილად აქცევს. სანამ იგი საჭმლის მომზადებით ან დალაგებითაა გართული, ქმარი და შვილები მიდიან და მოდიან, როგორც უცხო ადამიანები. ბოს 79.4

ბევრი დედა ხშირად დროს უსარგებლო წვრილმანებზე ხარჯავს. როდესაც მთელ თავის ყურადღებას და გრძნობას დროებითსა და წარმავალს უთმობენ, ისინი არ ჩერდებიან, რათა დაფიქრდნენ იმაზე, რაც მარადიული და უკვდავია. რამდენი დედა ტოვებს უყურადღებოდ თავის პატარებს და შვილები იზრდებიან უხეშნი, უმეცარნი და უზრდელნი! ბოს 80.1

ეძიეთ ღმერთში ძალა და სიმშვიდე, რათა შეასრულოთ თქვენი ყოველდღიური მოვალეობები და თქვენ მოიპოვებთ თქვენი ქმრის პატივისცემასა და ნდობას და დაინახავთ, რომ ბავშვები იზრდებიან პატიოსან ადამიანებად, რომლებსაც გააჩნიათ ზნეობრივი ძალა მოიქცნენ სამართლიანად. ამასთანავე დედები, რომლებიც უგულებელყოფენ ახლანდელ შესაძლებლობებს და უშვებენ, რომ მათი მოვალეობები სხვებმა შეასრულონ, ბოლოს და ბოლოს მივლენ დასკვნამდე, რომ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევიან და სიმწრით მოიმკიან იმას, რასაც დაუდევრობითა და უდარდელობით თესავდნენ. ამ ცხოვრებაში არ არსებობს შემთხვევითობა; მოსავალი ისეთი იქნება, როგორი თესლიც იყო დათესილი. ბოს 80.2