ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

55/154

წონასწორობა სიყვარულსა და დისციპლინას შორის

დაეხმარეთ ბავშვებს გამარჯვების მოპოვებაში. გაზარდეთ ისინი სიყვარულის ატმოსფეროში. ამგვარად თქვენ შეძლებთ დაძლიოთ მათი სიჯიუტე და თვითნებობა. ყოველთვის უნდა აგრძნობინოთ თქვენს შვილებს, რომ გიყვართ ისინი და შრომობთ მათი გულისთვის, რომ მათი ბედნიერება ძვირფასია თქვენთვის და თქვენ განზრახული გაქვთ აკეთოთ მხოლოდ ის, რაც მათ კეთილდღეობას ემსახურება. თქვენ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ მათი მცირედი საჭიროებანი ყოველთვის, როდესაც კი მისაღებად ჩათვლით ამას. ბოს 52.4

ბავშვებთან ურთიერთობაში ნურასოდეს იმოქმედებთ გრძნობამორეულნი. დაე, ავტორიტეტი და სიყვარული შეესატყვისებოდეს ერთმანეთს. გაუფრთხილდით და წაახალისეთ ყველაფერი კარგი და მიმზიდველი თქვენს შვილებში. როდესაც უარს ეუბნებით იმაზე, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, შეეცადეთ გააგებინოთ, რომ გიყვართ ისინი და ცდილობთ გააბედნიეროთ ისინი. ბოს 53.1

რაც უფრო ნაკლებად მიმზიდველია ბავშვი, მით მეტი სიყვარულისა და ალერსის გამომჟღავნებაა საჭირო. როდესაც ბავშვი დარწმუნებული იქნება, რომ თქვენ გინდათ იგი ბედნიერი გახადოთ, სიყვარული დაანგრევს ყველა ზღუდეს თქვენს შორის. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ქრისტე ადამიანებთან ურთიერთობის დროს; ამ პრინციპს უნდა მივდიოთ ჩვენც. ბოს 53.2

ბევრ ოჯახში არანაირად არ გამოიხატება გრძნობები ერთმანეთის მიმართ. არ არის საჭირო სენტიმენტალიზმი, მაგრამ ყველა საჭიროებს სიყვარულისა და სინაზის გამოვლინებებს - მცირედ თავაზიანობას, გულითად სიტყვებს, მზრუნველ ყურადღებას. სიყვარული უცვლელად უნდა იყოს შენარჩუნებული ქმრისა და ცოლის, მშობლებისა და შვილების, ძმებისა და დების ურთიერთობებში. თავი აარიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებს; გადაკრული სიტყვაც კი არ წამოგცდეთ, რომ ვიღაცას ვიღაც არ უყვარს. Áაცილებით უკეთესია იყოთ სასიამოვნო მეგობარი, ისაუბროთ კეთილმოსურნედ. ბოს 53.3

სიყვარული, რომელსაც მშობლები ამჟღავნებენ, როდესაც გულწრფელად ზრუნავენ შვილებზე და სწორად ზრდიან მათ, მცირედ, მაგრამ ასახავს ღმერთის სიყვარულს ჩვენდამი. ბოს 53.4

როგორ ვამჟღავნებ ჩემს სიყვარულს შვილებისადმი? ბოს 53.5