ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
სამი რჩევა
როგორ მივანიჭოთ სიხარული ცოლს ბოს 21.2
* შედით მაღაზიაში და იყიდეთ ვარდების ან რაიმე სხვა ყვავილების თაიგული. მიართვით ცოლს ყვავილები კარების ზღურბლზე ან ვახშმობისას ღია ბარათთან ერთად წარწერით: “მე გავიფიქრე შენზე და გამიჩნდა სურვილი მეთქვა, თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ”. ბოს 21.3
* კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდით ფელეფონით. გააკეთეთ ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ, რათა უთხრათ მას: “მე შენ მიყვარხარ და თავს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ მამაკაცად ვგრძნობ, ვინაიდან მე შენთან ერთად ვარ”. ბოს 21.4
* თქვენი ხელით გააკეთეთ ღია ბარათი, მიულოცეთ ცოლს დაბადების დღე ან ქორწინების წლისთავი. თუნდაც ნუ იქნება ეს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ბარათი განსაკუთრებულად სამახსოვრო იქნება მისთვის. ბოს 22.1
როგორ გამოვხატოთ სიყვარული ქმრისადმი ბოს 22.2
* ჩაატარეთ ოჯახური არჩევნები. უთხარით თქვენს მეუღლეს, რომ თქვენ, ბავშვებთან ერთად, იგი აირჩიეთ წლის საუკეთესო ქმრად ან მამად. მოამზადეთ საპატიო სიგელი და მოათავსეთ იგი შესამჩნევ ადგილზე. ბოს 22.3
* იყიდეთ ან გააკეთეთ ბარათი. გამოხატეთ თქვენი გრძნობები მისადმი, უთხარით, თუ როგორ გიყვართ იგი და როგორ გიხარიათ, რომ იგია თქვენი მეუღლე და თქვენი ბავშვების მამა. მიართვით ეს ბარათი საგანგებოდ მომზადებული ვახშმის დროს ან გაუგზავნეთ ფოსტით. ბოს 22.4
* ხშირად შეაქეთ იგი. აღნიშნეთ მისი დადებითი თვისებები: მოთმინება ბავშვების აღზრდაში, ჭკუაგონება, წარმატებები შრომაში, ფიზიკური ძალა და ა. შ. ბოს 22.5