ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
ერთმანეთზე ზრუნვა
ძალიან ბვერი საზრუნავი აწვება ტვირთად ჩვენს ოჯახებს და ძალიან ცოტა უბრალოება, სიმშვიდე და ბედნიერებაა მათში. ნაკლები უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რითია დაკავებული გარეშე სამყარო და მეტი უნდა ვიზრუნოთ ახლობლებზე. ოჯახის წევრებმა უნდა გამოხატონ ნაკლები თვალთმაქცური, მოჩვენებითი თავაზიანობა და გაცილებით უფრო მეტი - სინაზე და სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ბევრისათვის აუცილებელია ისწავლოს, თუ როგორ აქციოს სახლი მიმზიდველ, სიხარულით აღსავსე ადგილად. მადლიერი გული და ნაზი მზერა უფრო ძვირფასია, ვიდრე სიმდიდრე და ფუფუნება და უბრალოთი კმაყოფილება გააბედნიერებს ოჯახს, თუ მასში სიყვარული სუფევს. ბოს 20.3
სიყვარული უნდა ჩანდეს გამოხედვასა და მანერებში, იმაში, თუ როგორ ვესაუბრებით ახლობელ ადამიანებს. ბოს 20.4