ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი
სოციალური მოთხოვნილებანი
არაფერს შეუძლია მაღალი ზნეობრივი წარმოდგენების ისე შეჩერება და მათზე აზრის შეცვლევინება, როგორც უშინაარსო, დაუდევარ და გარყვნილ ადამიანებთან ურთიერთობას.
ყოველი ადამიანი პოულობს მეგობრებს. და მეგობრობის ძალის თანაზომიერი იქნება მეგობრების მიერ ერთმანეთზე აღმოჩენილი ზეგავლენაც - სიკეთის ან ბოროტებისაკენ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ურთიერთობის წრე, სადაც, ერთი მხრივ, ისინი ავრცელებენ თავიანთ გავლენას, მეორე მხრივ - ხვდებიან სხვათა გავლენის ქვეშ. ბოს 152.1
ღვთის სიტყვა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გავლენაზე, რომელსაც ურთიერთობა ახდენს ადამიანებზე. ურთიერთობის როლი ძალზე დიდია ბავშვებისა და ახალგაზრდების გონებისა და ხასიათის ფორმირების საქმეში. ამხანაგური წრეები, რომლებშიც ისინი იმყოფებიან ხოლმე, პრინციპები, რომლებსაც ისინი ითვისებენ, ჩვევები, რომლებსაც ისინი იძენენ, წყვეტს მათ სარგებლიანობას ამ ცხოვრებაში და განსაზღვრავს მათ მომავალ ბედს. ბოს 152.2
ახალგაზრდა ადამიანები უთუოდ იპოვიან მეგობრებს და აუცილებლად იგრძნობენ მათ გავლენას. არსებობს საიდუმლო კავშირი, რომელიც აერთიანებს გულებს. ერთის გული პასუხობს მეორის გულის გამოძახილს. ერთი ითვისებს მეორის იდეებს, აზრს, სულისკვეთებას. ასეთი ურთიერთობა შეიძლება კურთხევად ან წყევლად იქცეს. ბოს 152.3
სწორად არის ნათქვამი: “მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ”. ახალგაზრდებს არ შეუძლიათ გაიგონ, რამდენად ძლიერ მოქმედებს მეგობრების არჩევა მათ ხასიათსა და რეპუტაციაზე. ყოველი ცდილობს მოხვდეს იმ ადამიანთა ამხანაგურ წრეში, ვისი გემოვნება, ჩვევები და მისწრაფებები ახლოა მისთვის. ბოს 152.4
ახალგაზრდებს რომ არწმუნებდნენ ზნეობრივად სუფთა, მზრუნველ, კეთილმოსურნე ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაშინ გავლენა, რომელსაც ისინი განიცდიდნენ, ყველაზე სასიკეთო იქნებოდა. მეორე მხრივ, ის, ვისაც ურთიერთობა აქვს საეჭვო მორალური თვისებების ადამიანებთან, მალე იმავე გზით წავა. ის, ვისაც ურთიერთობა აქვს სკეპტიკოსებთან, მალე თვითონ გახდება სკეპტიკოსი; ის, ვინც უპირატესობას არამზადათა წრეს ანიჭებს, უთუოდ თვითონ გახდება არამზადა. ბოს 153.1
ახალგაზრდა ადამიანის პრინციპები თავიდან შეიძლება სავსებით განსხვავდებოდეს იმათი პრინციპებისაგან, ვისთან ურთიერთობასაც ის ესწრაფვის; მაგრამ, როდესაც იგი უახლოვდება ამ ადამიანებს, მისი აზრები და გრძნობები იცვლება. იგი სწირავს თავის მრწამსს და შეუგნებლად, მაგრამ უცილობლად ეშვება თავისი მეგობრების დონემდე. მსგავსად იმისა, როგორც წყლის ნაკადი აუცილებლად წარეცხავს ნიადაგს, რომელზეც მიედინება, ასევე წრე, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებიან ხოლმე, აუცილებლად იქონიებს გავლენას მათ პრინციპებსა და ჩვევებზე. ბოს 153.2