ქრისტეს ვნებანი
თავი 14 - „მამაჩემთან და მამათქვენთან”
სახარება ლუკასი, 24:50-53; საქმეები, 1:9-12
დადგა მამის ტახტთან ქრისტეს ასვლის დრო. გამარჯვებული ღვთიური მხსნელი უკვე მზად იყო ტრიუმფით დაბრუნებულიყო ზეციურ სავანეში. თავისი სიკვდილის წინ მან მამას უთხრა: „მე აღვასრულე შენი საქმე, რაც მომეცი, რომ გამეკეთებინა” /იოან. 17:4/. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი რამდენიმე ხანს კიდევ დარჩა დედამიწაზე, რათა მოწაფეებს ესაუბრათ მასთან, ცოც ხალთან და განდიდებულთან. ახლა კი მზად იყო, დაეტოვებინა ისინი. იესომ დაამტკიცა, რომ იგი ცოცხალი მხსნელია. მოწაფეებმა იცოდნენ, რომ მათი უფალი სამარხში აღარ იყო. მათ წინაშე იდგა მთელ სამყაროში განდიდებული უფალი. ქვ 161.2
ქრისტემ თავისი ზეცად ამაღლებისათვის აირჩია ადგილი, რომელიც განწმინდა დედამიწაზე ცხოვრებისას თავისი იქ ყოფნით. არც სიონის მთა, რომელზედაც აშენებული იყო დავითის ქალაქი და არც მორიას მთა, სადაც ტაძარი იქნა აგებული, არ გახდა ღირსი ასეთი პატივისა. იქ, იმ ადგილას იგდებდნენ აბუჩად ქრის ტეს, იქ უკუაგდეს ადამიანთა გულებმა უფლის წყალობა, როგორც კლდე უკუაგდებს ზღვის ტალღებს და ეს წყალობა კვლავ სიყვარულის ნაკადად უბრუნდებოდა მათ. იქიდან მიდიოდა იესო დაღლილი, დამძიმებული გულით სიმშვიდის საპოვნელად ზეთისხილის მთაზე. ღვთის დიდება, რომელმაც დატოვა პირველი ტაძარი, შეყოვნდა აღმოსავლეთით, მთაზე, თითქოს არ სურდა რჩეული ქალაქის დატოვება. ასე იდგა ქრისტე ზეთისხილის მთაზე მწუხარე გულით და გასცქეროდა იერუსალიმს. ამ მთის ფერ დობები და ჭალები განწმედილი იყო მისი ლოცვებითა და ცრემლებით. აქ ექოდ გაისმა უამრავი ხალხის საზეიმო შეძახილები მისი მეფედ გამოცხადების დროს. მის დამრეც ფერდობებზე ჰპოვა მან თავშესაფარი ლაზარესთან, ბეთანიაში. ამ მთის ძირში, გეთსიმანიის ბაღში იგი მარტოდმარტო ლოცულობდა და ტიროდა. და იგივე მთიდან იგი უნდა ამაღლებულიყო ზეცად. მის მწვერვალს ფეხს დაადგამს იგი, როცა კვლავ დაბრუნდება - დაბრუნდება არა როგორც მწუხარე რაინდი, არამედ როგორც განდიდებული, გამარჯვებული მეფე. იგი დადგება ზეთისხილის მთაზე და ებრა ული „ალილუია” შეუერთდება წარმართულ „ოსანას”... და გამოსყიდულთა ხმები, ვითარცა უძლიერესი მხედრობა, გამოაცხადებს: „გვირგვინი დაადგით უფალს!” ქვ 162.1
და აი, თერთმეტ მოწაფესთან ერთად ქრისტე მთისკენ გაემართა. როცა მათ იერუსალიმის კარიბჭე გაიარეს, ბევრი გაო ცებული უცქერდა ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელთაც წინ მიუძღოდა ის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამ გაასამართლა და ჯვარს აცვა. რა იცოდნენ მოწაფეებმა, რომ ეს მათი მაცხოვართან უკანასკნელი შეხვედრა იყო. იესო ესაუბრებოდა და კვლავინდებურად რჩევა დარიგებას აძლევდა მათ. გეთსიმანიასთან იგი შეჩერდა, რათა მოწაფეებს გაეხსე ნებინათ იმ საშინელი ღამის გაკვეთილები. მან კვლავ თვალი შეავლო ვაზს, რომელიც თავისი ეკლესიის, მამისა და ძის ერთიანობის სიმბოლოდ გამოიყენა ერთ დროს. და კვლავ გაიმეორა ის ჭეშმარიტებანი, რომელიც მაშინ წარმოთქვა. გარშემო ყველა ფერი მის გაუზიარებელ სიყვარულს ახსენებდა. თვით მისმა გულითადმა, საყვარელმა მოწაფეებმაც კი მიატოვეს იგი დამცირების იმ საშინელ წუთებში. ქვ 162.2
ქრისტე 33 წელიწადს ცხოვრობდა ამ წუთისოფელში. მას დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სძულდათ. იგი უარყვეს და ჯვარს აცვეს. ახლა, როცა დიდების ტახტზე ასვლისათვის ემზა დებოდა, იხსენებდა ადამიანთა უმადურებას, რომელთა სახსნე ლადაც მოვიდა. დატოვებს თუ არა მათ თანაგრძნობისა და სიყვა რულის გარეშე? სამუდამოდ, უკანმოუხედავად წავა თუ არა იმ სამეფოსკენ, სადაც სათანადოდ აფასებენ მის ღირსებას, სადაც უცოდველი ანგელოზები მზად არიან, შეასრულონ მისი ყოველი ბრძანება? არა! მისი აღთქმა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ასე უყვარდა დედამიწაზე, ასე ჟღერს: „და აჰა, მე თქვენთან ვარ საუკუნის აღსასრულამდე” /მათ. 28:20/. ზეთისხილის მთას რომ მიაღწიეს, მისი გავლით ქრისტე ბეთანიისაკენ გაემართა. აქ შეჩერდა და მოწაფეებიც გარს შემოერტყნენ. მისი სახე საოცარ ნათელს ასხივებდა, როცა სიყვარულით შესცქეროდა მათ. მას არ გამოუთქვამს საყვედური მათი შეცდომებისა და ნაკლის გამო. პირიქით: მოწაფეებმა ღრმა თანაგრძნობისა და სიყვარულის სიტყვები გაიგონეს და ეს იყო უფლის ბაგეთაგან წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები. აღმართა ხელი მათი კურთხევისათვის და თითქოს ერთხელ კიდევ დაარწმუნა მოწაფეები, რომ კვლავ იზრუ ნებდა და დაიცავდა მათ და ნელ ნელა იწყო მაღლა ასვლა. იგი შორდებოდა დედამიწას და მაღლდებოდა ზეცად იმ ძალით, რომელიც ყოველგვარი მიზიდულობის ძალას აღემატება. იგი ნელ ნელა ადიოდა მაღლა და, სანამ განცვიფრებული მოწაფეები თვალმოუშორებლად უცქერდნენ უფლის ამაღლებას, დიდების ღრუბელმა დაფარა ის მათ თვალთაგან და იმავ წამს, როცა ანგელოზთა ღრუბლის ეტლმა მიიღო იგი, მოწაფეებს მოესმათ სიტყვები: „აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე, წუთისოფლის აღსასრულამდე”. და იმავე წუთში მოწაფეებმა გაიგონეს ბედნიერ ანგელოზთა საოცარი გალობა. ქვ 163.1
მოწაფეები კვლავ ზეცისკენ იცქირებოდნენ, როდესაც მოულო დნელად საოცრად მელოდიური ხმები შემოესმათ. ისინი მობრუნდნენ და დაინახეს ორი ანგელოზი მამაკაცების სახით, რომელთაც უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ”. ქვ 164.1
ესენი იმ ზეციურ ანგელოზთა გუნდიდან იყვნენ, რომელიც მათ ბრწყინვალე ღრუბლებში ელოდა, რათა თან ხლებოდა იესოს მის ზეციურ სავანეში. სწორედ ეს დიდებული ანგელოზები ისხდნენ სამარხთან ქრისტეს აღდგომის დროს. ისინი მისი მიწიერი ცხოვრების დროს ყოველთვის მასთან იყვნენ. მთელი ზეცა თრთოლვით, მოუთმენლად ელოდა ცოდვილ, დაწყევლილ დედა მიწაზე მისი მსახურების დასასრულს. ახლა კი სამყაროს დაუდგა თავისი მბრძანებლის მიღების ჟამი. და ნუთუ ამ ორ ანგელოზს არ სურდა შეერთებოდა დანარჩენებს, ახლა იესოს რომ ესალმებოდნენ? მხოლოდ დედამიწაზე დატოვებულთა მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო დარჩნენ აქ ადამიანთა სა ნუგშებლად. „განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს? /ებრ. 1:14/. ქვ 164.2
ქრისტე ცად ადამიანის სახით ამაღლდა. მოწაფეებმა დაინახეს, თუ როგორ მიიღო ღრუბელმა იგი. ის იესო, რომელიც მათ გვერდით დადიოდა, საუბრობდა და ლოცულობდა, რომელიც პურს ტეხდა მათთან და ტბაზე ნავში ესაუბრებოდა, რომელიც მათთან ერთად ავიდა ზეთისხილის მთაზე, სწორედ ის იესო ავიდა ახლა ზეცად მამის ტახტთან და ანგელოზებმაც დაარწმუნეს ისინი: ის, ვისი ცად ასვლაც ახლა იხილეს, ზუსტად ასევე დაბრუნდება უკან. იგი მოვა „ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი”. „თვი თონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავა რანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან”. „მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე” /გამოცხ. 1:7; 1თეს. 4:16; მათ. 25:31/. ასე აღსრულდება მოწაფეთა მიმართ უფლის აღთქმა: „როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევე მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ” /იოან. 14:3/. და მოწაფეებსაც მიეცათ იმედი და სიხარული მათი უფლის დაბრუნებისა. ქვ 164.3
იერუსალიმში დაბრუნებულ მოციქულებს ხალხი განცვიფ რებით უცქერდა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ მათ დარცხვენილთ და იმედგაცრუებულთ იხილავდნენ. მტრები ცდილობდნენ ამოეკითხათ მათ თვალებში მწუხარება და სევდა, მაგრამ ამის ნაცვლად სიხარული და საზეიმო განწყობილება აღბეჭდოდათ. მათი სახეები ბედნიერი, ზეციური ნათელით ბრწყინავდა. ისინი დაკარგულ იმედებს კი არ დასტიროდნენ, არამედ მადლიერებით ქებადიდებას და ხოტბას ასხამდნენ უზენაესს. სიხარულითა და აღტაცებით უამბობდნენ ისინი ადამიანებს ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომისა და ზეცად ამაღლების შესახებ. და მათი მოწმობა ბევრმა მიიღო. ქვ 165.1
ახლა მოწაფეებს აღარ ეშინოდათ მომავლისა. მათ იცოდნენ: იესო ზეცაშია და კვლავინდებურად მფარველობს მათ. ახლა მათ სწამდათ, რომ ჰყავთ მეგობარი უფლის ტახტის მარჯვნივ და სიხარულით აღავლენდნენ ლოცვებს მამისადმი იესოს სახელით. საზეიმო მოწიწებით ლოცულობდნენ და იმეორებდნენ იესოს სიტ ყვებს: „რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს” /იოან. 16:23-24/. მათი რწმენა თანდათან უფრო იზრდებოდა და ღრმავდებოდა. ისინი კვლავ იმეორებდნენ უდიდეს ჭეშმარიტებას: „ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მით უმეტეს, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის” /რომ. 8:34/. და სულიწმიდის გარდმოსვლამ სრულყო მათი სიხარული, როცა, ქრისტეს აღთქმისამებრ, ნუგეშისმცემელი მოევლინა. ქვ 165.2
მთელი ზეციური სამყარო ემზადებოდა ქრისტესთან შესახ ვედრად. მასთან ერთად ამაღლდნენ სამარხიდან ამოსული ტყვეები, რომლებიც აღდგნენ და გაჰყვნენ მაცხოვარს. სიხარულის შეძახილებითა და საგალობლებით მიაცილებდა მათ ზეციური მხედრობა. ქვ 166.1
როცა უფლის ქალაქს მიუახლოვდნენ, ანგელოზებმა შესძახეს: ქვ 166.2
„მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები
და აიწიეთ, კარნო მარადნო,
რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!”
ქვ 166.3
იქ მომლოდინე გუშაგმა ანგელოზებმა კი სიხარულით უპასუ ხეს: ქვ 166.4
„ვინ არის ეს მეფე დიდებისა?” ქვ 166.5
მათ ეს იკითხეს არა იმიტომ, რომ არ იცოდნენ, თუ ვინ მობრძანდებოდა, არამედ სურდათ უდიდესი ქება დიდება მოესმინათ პასუხად: ქვ 166.6
„უფალი - მტკიცე და ძლიერი,
უფალი - ომში ძლევამოსილი.
მაღლა ასწიეთ, კარიბჭენო, თქვენი თავები
და აიწიეთ კარნო მარადნო,
რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!”
ქვ 166.7
და კვლავ მოისმა: „ვინ არის ეს მეფე დიდებისა?” ანგელოზები არასოდეს იღლებიან მხსნელის სახელის დიდებით. ქრისტეს თანმხლებნი პასუხობდნენ: ქვ 166.8
„უფალი ძალთა; ის არის მეფე დიდებისა!” ქვ 166.9
/ფსალმ. 23:7-10/.
უფლის ქალაქის კარიბჭე გაიხსნა და საზეიმო მელოდიების ხმაზე უამრავმა ანგელოზმა განვლო იგი. ქვ 166.10
და აი, ტახტი და მის გარშემო - აღთქმის ცისარტყელა. აქ არიან ქერუბიმები და სერაფიმები, ანგელოზთა მხედრობის ხელმ ძღვანელები, ღვთის შვილები, უცოდველ სამყაროთა წარმომადგენლები - ზეციურ სავანეში შეიკრიბა ყველა, ვის წინაშედაც ლუციფერი ცილს სწამებდა მამა ღმერთს და მის ძეს. უცოდველი სამყაროს ელჩები, ვისზედაც ბატონობა სურდა სატანას, მოვიდნენ, რათა მიესალმონ მხსნელს. ისინი სიხარულით ზეიმობენ ამ გამარჯვებას და ადიდებენ თავიანთ მეფეს. ქვ 166.11
მაგრამ იესო ანიშნებს მათ „ჯერ არ დამდგარა დრო”. მას არ შეუძლია ახლა მიიღოს დიდების გვირგვინი და სამეფო სამოსელი. და აი, იგი დგას თავისი მამის წინაშე, აჩვენებს თავის ნაიარევ თავს, განგმირულ ფერდს, დასახიჩრებულ ფეხებს, ხელებს, რომელთაც ნათლად ეტყობა ნალურსმნევი. ეს ყოველივე მისი გამარჯვების ნიშანია. იგი წარუდგენს მამა ღმერთს „შესარხევ ძნას” - მათ, ვინც მაცხოვარმა აღადგინა და აამაღლა თავისთან ერთად, როგორც იმ ურიცხვ ადამიანთა წარმომადგენლები, რომ ლებიც გაიღვიძებენ და გამოვლენ სამარხებიდან მისი დედამიწაზე მეორედ მოსვლისას. იგი მიდის მამასთან, რომლისთვისაც მეტად ძვირფასია ყოველი მონანიე ცოდვილი. ჯერ კიდევ დედამიწის შექმნამდე მამამ და ძემ დაგეგმეს ადამიანის გამოსყიდვა სატანის მიერ მისი დამარცხების შემთხვევაში. მათ საზეიმო ფიცი დადეს, რომ ქრისტე იქნება ადამიანთა მოდგმის დამცველი და ქომაგი. და ეს აღთქმა ქრისტემ შეასრულა, როცა იქ, ჯვარზე აღმოხდა: „აღს რულდა!” ამ სიტყვით მან თავის მამას მიმართა. მან აღასრულა ყოველივე, რაც უნდა გაეკეთებინა და ახლა ეუბნება: „აღსრულდა, მამაო! აღვასრულე შენი ნება, ჩემო ღმერთო. მე დავასრულე გამოსყიდვის გეგმა და თუკი სამართლიანობა დაკმაყოფილებულია, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი” /იხ. იოან. 17:24; 19:30/. ქვ 167.1
და აი, უფალი ღმერთი საზეიმოდ აცხადებს, რომ სიმართლემ გაიმარჯვა; სატანა დამარცხებულია. წუთისოფელში მებრძოლი ქრისტეს შვილები, ღმერთმა მიიღო „თავის საყვარელში” /ეფეს. 1:6/. ზეციურ ანგელოზთა და მთელი უცოდველი სამყაროს წინაშე ისინი გამართლებულნი არიან. სადაც სუფევს ქრისტე, მისი ეკლე სიაც იქ იქნება. „შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთმანეთს” /ფსალმ. 84:11/. მამა გულში იკრავს თავის ძეს და ბრძანებს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა” /ებრ. 1:6/. ქვ 167.2
ენით გამოუთქმელი სიხარულით აღიარებენ მთავრობანი, ძალაუფლებანი და ძალნი სიცოცხლის მთავრის ხელმძღვანელობას. ანგელოზთა მხედრობა მუხლს იყრის მის წინაშე და სიხარულის საგალობლები ავსებს ზეცას: „ღირსია დაკლული კრავი მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა” /გამოცხ. 5:12/. ქვ 168.1
საზეიმო საგალობლებს ხმას უწყობენ ქნარები და მთელ ზეცაში გაისმის ქება დიდებისა და სიხარულის ხმები. სიყვარულმა გაიმარჯვა. დაკარგული ნაპოვნია. ზეცას ამაღლებული მელოდიები ფარავს: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე” /გამოცხ. 5:13/. ქვ 168.2
და ზეციდან, სადაც გამეფებულია სიხარული, დედამიწაზე გვესმის ქრისტეს დიდებული სიტყვების ექო: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან” /იოან. 20:17/. ზეცა და დედამიწა ერთი ოჯახია. ჩვენთვის ამაღლდა უფალი და ჩვენთვის ცხოვრობს. „ამიტომაც ძალუძს, სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახ ლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ” /ებრ. 7:25/. ქვ 168.3