ქრისტეს ვნებანი

8/14

თავი 8 - „იგი აღდგა მკვდრეთით!”

სახარება მათესი, 18:2-4; 11:15

კვირის პირველი დღის გამთენიისას, გარიჟრაჟამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ღამის ყველაზე ბნელი ჟამი ჩამოწვა. ქრისტე ჯერ კიდევ თავის ვიწრო სამარხში განისვენებდა. სამარხის შესასვლე ლთან მიგორებული უზარმაზარი ლოდი ჯერ კიდევ თავის ადგი ლზე იდო. რომაელი გუშაგები ფხიზლობდნენ და რომის ბეჭედიც ჯერ ისევ ხელუხლებელი იყო. მაგრამ იქვე იმყოფებოდნენ სხვა უხილავი გუშაგებიც. იქვე ახლოს ბოროტ ანგელოზთა მხედრობა შეკრებილიყო. ბოროტების მეფეს, თავისი განდგომილი მხედრობის წინამძღოლს, რომ შეძლებოდა, სამუდამოდ ამოქოლავდა სამარხს. ღვთის უძლიერესი ანგელოზებიც დარაჯობდნენ სამარხს და ელოდნენ ჟამს, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ სოცოცხლის მეუფეს მიესალმებოდნენ. ქვ 110.1

„და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან”. უფლის ძალით და ძლიერებით მოსილმა ამ ანგელოზმა დატოვა თავისი ზეციური სახლი. უფლის დიდების ნათელი სხივები ასხივოსნებდა მას და უნათებდა გზას. „მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი - თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანნენ”. ქვ 110.2

აბა, მღვდლებო და უხუცესნო, სად გაქრა თქვენი გუშაგების ძალა? მამაცი, უშიშარი მეომრები ყოველგვარი შუბისა და მახვი ლის გარეშე დანებდნენ ტყვედ. მათ წინაშე წარდგა არა მოკვდავი მეომარი, არამედ უფლის ზეციური მხედრობის უძლიერესი ანგელოზი. ღვთის მაცნეს, რომელიც ახლა ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდა, სწორედ ის ადგილი უკავია ღვთის საბრძანებელში, რომელიც სატანას ეკავა დაცემამდე. სწორედ მან აუწყა ბეთლემს ქრისტეს დაბადება. დედამიწა ირყევა მისი მოახლოებისას, ბოროტი ანგელოზები დამფრთხალნი გარბიან; თითქოს ცა და დედამიწა გაერთიანდა. გუშაგნი ხედავენ, თუ როგორ ბუმბულივით მსუბუქად გადააგორა ლოდი ანგელოზმა და ესმით მისი ხმა: „უფლის ძევ, გამოდი, მამა გიხმობს!” ისინი ხედავენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ესმით, თუ როგორ წარმოთქვამს იგი: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”. და როცა სამარხიდან გამოდის იგი, ძალითა და დიდებით მოსილი, ზეციურ ანგელოზთა მთელი მხედ რობა მოწიწებით თაყვანს სცემს და ქება დიდებას უძღვნის მაცხოვარს. ქვ 111.1

მიწისძვრა მოხდა მაშინ, როდესაც ქრისტემ სული განუტევა და მაშინაც, როცა ზეიმით დაიბრუნა იგი მაცხოვარმა. როდესაც მან დაამარცხა სიკვდილი და სამარხიდან გამარჯვებული გამოვიდა, ამ დროს დედამიწა შეირყა, ცა კი ელვამ და ჭექა ქუხილმა გაკვეთა. როდესაც იესო კვლავ მოვა წუთისოფელში, მისი ხმა შეძრავს „არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”. „მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა”. „და ცა ეტრატივით დაიგრაგნება”, „გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება”. „მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს” /ებრ. 12:26; ეს. 24:20; 34:4; 2პეტ. 3:10; იოველ. 3:16/. ქვ 111.2

როცა ჯვარცმული იესო კვდებოდა, ჯარისკაცებმა იხილეს, თუ როგორ მოულოდნელად ჩამოწვა შუადღისას ბინდი დედამიწაზე, ხოლო მისი აღდგომისას დაინახეს, თუ როგორ გაბრწყინდა ბნელში ანგელოზთაგან გამოსული ნათელი და გაიგონეს ზეცის მცხოვ რებთა აღტაცებული საზეიმო გალობა: „შენ დაამარცხე სატანა და ბოროტი ძალები. სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე”. ქვ 111.3

ქრისტე სამარხიდან დიდებით მოსილი გამოვიდა და რომაელმა ჯარისკაცებმა იხილეს ის. ისინი განცვიფრებით შესცქეროდნენ მას, ვისაც სულ ცოტა ხნის წინათ დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მისი ზეციური დიდების ბრწყინვალებაში მათ იცნეს თავისი ტყვე, სულ ახლახანს რომ იდგა სასამართლო დარბაზში. სწორედ მას დაადგეს ეკლისაგან დაწნული გვირგვინი თავზე. მასში შეიცნეს სწორედ ის, ვინც მორჩილად იდგა პილატესა და ჰეროდეს წინაშე და ვინც სასტიკად გაშოლტეს, ვინც ჯვარს მიალურსმეს და ვისაც „მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი” მწარედ დასცინოდნენ და თვითკმაყოფილებით ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია” /მათ. 27:42/. იგი სწორედ ის იყო, ვინც იოსების ახალ სამარხში დაასვენეს, მაგრამ ზეცის ბრძანებით გათავისუფლდა. და სამარხის შესასვლელი რომ დიდი მთებით ამოექოლათ, ესეც ვერ შეუშლიდა ხელს მაცხოვრის გარეთ გამოსვლას. ქვ 112.1

ანგელოზთა და მაცხოვრის ბრწყინვალე დიდების დანახვისთანავე რომაელი ჯარისკაცები უგონოდ დაეცნენ ძირს. ხოლო, როცა მთელი ზეციური მხედრობა თვალს მიეფარა, ისინი ფეხების კანკალით ძლივს წამოდგნენ და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ბაღის გასასვლელისაკენ მოკურცხლეს. მთვრალებივით, ბარბაცით შევიდნენ ქალაქში და ყველა შემხვედრს უყვებოდნენ ამ საოცრებას. ის-ის იყო, პილატესთან წასვლა დააპირეს, რომ მღვდელმთავრებმა, უხუცესებმა და იუდეველთა მთავრებმა, რომე ლთაც უკვე გაეგოთ ეს ამბავი, ბრძანეს, სამარხის მცველნი მათთან მიეყვანათ. უცნაურად გამოიყურებოდნენ ეს ჯარისკაცები. მათი შეშინებული, გაფითრებული სახეები აშკარად მოწმობდნენ, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა იხილეს. მათ ყველაფერი თქვეს, რაც ნახეს. და არც ჰქონდათ იმის დრო, რომ სიმართლის ნაცვლად რაიმე სიცრუე გამოეგონათ. ძლივს პოულობდნენ საჭირო სიტყვებს, როცა ამბობდნენ: „ჯვარზე გაკრული ნამდვილად უფლის ძეა. ჩვენ თვითონ მოვისმინეთ, როგორ უწოდა მას ანგე ლოზმა ზეცის დიდება, სამყაროს მეფე”. ქვ 112.2

მღვდლებს სახეზე მკვდრისფერი დაედოთ. კაიაფა შეეცადა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. ჯარისკაცებმა ის ის იყო დააპირეს სინედრიონის დატოვება, რომ მოულოდნელად კაიაფას ხმა შემოესმათ - მღვდელმთავარს ბოლოს და ბოლოს, დაუბრუნდა მეტყველების უნარი: „მოიცადეთ, - თქვა მან, - არავის უამბოთ ის, რაც ნახეთ”. ქვ 113.1

და ჯარისკაცები აიძულეს, ტყუილი ეთქვათ: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა”. აქ დიდად შეცდნენ მღვდელმთავრები. როგორ შეეძლოთ ჯარისკაცებს სცოდნოდათ, რომ მოწაფეებმა ცხედარი მოიპარეს, როცა თავად ეძინათ? და თუკი ეძინათ, როგორ დაინახეს ეს ყველაფერი? და ეს რომ მართლაც ასე მომხდარიყო, განა თვით მღვდელმსახურები არ დასდებდნენ მსჯავრს ამის გამო ჯარისკაცებს? და თუკი გუშაგებს სამარხის შესასვლელთან ჩაეძი ნათ, განა მღვდლებს, უპირველეს ყოვლისა, პილატესათვის არ უნდა მიემართათ, რათა დაესაჯათ ისინი? ქვ 113.2

ჯარისკაცებს საშინლად აშინებდა იმის გაფიქრებაც კი, რომ თვითონვე გამოუტანდნენ საკუთარ თავს განაჩენს, თუკი აღიარებდნენ, რომ გუშაგობისას ეძინათ. ასეთი დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. რატომ უნდა ეცრუათ, მოეტყუებინათ ხალხი და თავისი სიცოცხლეც საფრთხეში ჩაეგდოთ? მათ ხომ შეასრულეს თავიანთი, არცთუ ისე ადვილი მოვალეობა და მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობდნენ? რატომ უნდა დამსხდა რიყვნენ საბრალდებო სკამზე, თუნდაც ამისათვის კარგი გასამრ ჯელო მიეცათ? ქვ 113.3

რათა ჩაეჩუმებინათ მოწმობა, რომლისაც ასე ეშინოდათ, მღვდელმსახურები გუშაგებს შეპირდნენ, რომ უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას და თქვეს, რომ პილატე არ მოისურვებს ასეთი ამბების გავრცელებას. და რომაელმა ჯარისკაცებმა მიყიდეს თავიანთი სინდისი იუდეველებს: მოვიდნენ სამღვდელოებასთან ჭეშმარიტების შესახებ საოცარი მოწმობით და წავიდნენ სინდისგაყიდულები და სიცრუით აღსავსენი. ამასობაში ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავმა პილატეს ყურამდეც მიაღწია. აქამდე მას მაიცდამაინც არ აღელვებდა ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გასწირა იესო სასიკვდილოდ. მართალია, მან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ და სინანულის გრძნობით გამოუტანა განაჩენი მაცხოვარს, მაგრამ ამ მომენტამდე მას არ უგრძვნია სინდისის ქენჯნა. ახლა კი იგი შეშინებული ჩაიკეტა თავის სახლში და არავის დანახვა არ სურდა. მაგრამ მღვდლებმა მაინც მოახერხეს მასთან შესვლა. უამბეს თავიანთი შეთხზული სიცრუე და სთხოვეს არ დაესაჯა გუშაგები თავიანთი მოვალე ობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. სანამ ამაზე დათანხმდებოდა, პილატემ ცალკე დაკითხა ჯარისკაცები. დასჯის შიშით მათ ყველაფერი უამბეს მმართველს. და პილატემაც შეიტყო სიმართლე ყოველივეზე, რაც მოხდა. მან არ მოინდომა ამ საქმეში ღრმად ჩახედვა, მაგრამ მას შემდეგ სულიერი სიმშვიდე დაკარგა. ქვ 113.4

როდესაც იესო სამარხში დაასვენეს, სატანა ზეიმობდა. მან იმაზე ფიქრიც კი გაბედა, რომ, შესაძლოა, მაცხოვარი მკვდრეთით არ აღდგეს. მან გამოიყენა თავისი უფლებამოსილება უფლის სხეულზე და სამარხის გარშემო მცველნი დააყენა, რითაც ქრისტე თავის ტყვედ გამოაცხადა. და დიდად განრისხდა, როდესაც მისი ნაგელოზები დაფრთხნენ და გაიქცნენ ზეციური მაცნის დანახვაზე. ხოლო, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი, დიდებით მოსილი ქრისტე იხილა, მიხვდა, რომ დადგა მისი და მისი სამეფოს აღსასრული. ქვ 114.1

სამღვდელოება, რომელმაც ჯვარს აცვა ქრისტე, სატანის იარაღად იქცა და ახლაც მისი ძალაუფლების სრულ ტყვეობაში აღმოჩნდა. ის გაიხლართა საკუთარი ხელით დაგებულ ბადეში და სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, გარდა ერთისა: ბოლომდე ებრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ. როცა მღვდელმთავრებმა გაიგეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი, შეეშინდათ ხალხის რისხვისა და ერთადერთი გამოსავალი იმაში იპოვეს, რომ ქრისტე თვალთმაქცად გამოაცხადეს და უარყვეს მისი მკვდრეთით აღდგომა. მათ მოისყიდეს რომაელი მეომრები და პილატესგანაც მიიღეს დუმილის თანხმობა; ყველგან გაავრცელეს ცრუ ხმები, მაგ რამ, მიუხედავად აკრძალვისა, ჯარისკაცებმა მაინც აუწყეს ხალხს ქრისტეს აღდგომა და მკვდრეთით აღმდგარი სხვა მიცვა ლებულებიც მოწმობდნენ, რომ მაცხოვარი აღდგა! მათ ყურამდე აღწევდა იმ ადამიანთა მოწმობები, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს მკვდრეთით აღმდგარნი და მოისმინეს მათი მონათხრობი. მღვდელმსახურებსა და მთავრებს მუდამ თან სდევდათ იმის შიში, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ქუჩაში თუ საკუთარი სახლის ჩაკეტილ ოთახში, პირისპირ მოუწევდათ ქრისტესთან შეხვედრა. ისინი გრძნობდნენ, რომ მათთვის დედამიწაზე აღარ არსებობს მშვიდი, უხიფათო ადგილი; რომ ბოქლომები და კლიტეები ვერ დაიცავენ მათ ღვთის ძისაგან! დღედაღამ თვალწინ ედგათ ეს საშინელი სცენები სასამართლო დარბაზიდან, როდესაც ისინი გაჰყვიროდნენ: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მისი სისხლი” /მათ. 27:25/. მათ უკვე აღარასოდეს დაავიწყდებათ საკუთარი ვერაგობა და ვერასოდეს შეძლებენ მშვიდად დაძინებას. ქვ 114.2

როდესაც ძლიერმა ანგელოზმა ქრისტეს სამარხთან წარ მოთქვა: „შენი მამა გეძახის შენ”, - მაცხოვარი ამოვიდა სამარხიდან იმ სიცოცხლის წყალობით, რომელიც თვით მასში იყო. ახლა დამტკიცდა ჭეშმარიტება მისი სიტყვებისა: „...მე ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი... მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად”. ახლა აღსრულდა სიტყვები, რომლებიც მან მღვდლებსა და მთავრებს უწინასწარმეტყველა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას” /იოან. 10:17,18; 2:19/. ქვ 115.1

გახსნილ სამარხთან ქრისტემ საზეიმოდ განაცხადა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”. ამის თქმა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. მის მიერ შექმნილი ყოველი არსება ცოცხლობს და მოძრაობს ღვთის ნებით და ძალით. ისინი ღმერთზე არიან დამოკიდებულნი და სიცოცხლეს მისგან იღებენ. ამაღლებული სერაფიმიდან დაცე მულ მიწიერ არსებამდე ყველა ამ სიცოცხლის წყაროდან იკვებება. მხოლოდ მას, ვინც ღმერთშია და ღმერთია, შეეძლო ეთქვა: „მაქვს ხელმწიფება ჩემი სიცოცხლის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად”. ღვთიური ბუნების მქონე ქრისტეს შესწევდა ძალა დაემსხვრია სიკვდილის ბორკილები. ქვ 115.2

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, როგორც პირმშო მიცვალებულთა შორის. იგია ჭეშმარიტი, რომელმაც შექმნა „ძნა შესარხევი” და აღდგა სწორედ იმ დღეს, როდესაც „ძნას” უფლის წინაშე წარად გენდნენ. ეს ცერემონია თითქმის ათასი წლის განმავლობაში სრულდებოდა. დამწიფებულ ყანებში კრეფდნენ პურის ძნებს და, როდესაც იუდეველები იერუსალიმში მიდიოდნენ პასექის დღესასწაულზე, უფლის წინაშე არხევდნენ მათ, როგორც შესაწი რავს მადლიერების ნიშნად. სანამ ეს წესი არ შესრულდებოდა არ შეიძლებოდა პურის ყანის მომკა და ძნებად მოგროვება. უფლის წინაშე მოტანილი ძნა მკის დაწყების სიმბოლო იყო. ასევე ქრისტე, პირველი ნაყოფი, წარმოადგენდა უდიდეს სულიერ სამკალს, რომელსაც ღვთის სასუფევლისათვის მოაგროვებენ. მისი აღდგომა სიმბოლო და საწინდარია იმისა, რომ ყველა მართალი მიცვა ლებული აღდგება. „ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად” /1თეს. 4:14/. ქვ 116.1

როდესაც ქრისტე აღდგა, მან მრავალი ტყვე ამოიყვანა სამარხებიდან. იესოს სიკვდილის დროს მომხდარმა მიწისძვრამ სამარხები გახსნა და, როდესაც იგი აღდგა, ისინი მასთან ერთად გამოვიდნენ. ეს ადამიანები უფლის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ჭეშმარიტების მოწმობისათვის გაწირეს სიცოცხლე. ქვ 116.2

დედამიწაზე თავისი მსახურებისას იესოს უხდებოდა განსვენებულთა გაცოცხლება. მან მკვდრეთით აღადგინა ქვრივის ვაჟი ნაინში, სინაგოგის მთავრის ქალიშვილი, ლაზარე, მაგრამ მათთვის უფალს არ მიუნიჭებია უკვდავება. მათზე კვლავ ჰქონდა ძალაუფლება სიკვდილს. ხოლო ისინი, ვინც ქრისტესთან ერთად აღდგა სამარხებიდან, საუკუნო სიცოცხლისათვის გაცოცხლდნენ. ისინი უფალთან ერთად ავიდნენ ზეცაში უფლის სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად. ისინი, - თქვა ქრისტემ, - აღარ არიან სატა ნის ტყვეები. ისინი მე გამოვისყიდე. მე გამოვიყვანე ისინი სამარხებიდან, როგორც პირმშოები განსვენებულთა შორის, მოწ- მეები ჩემი ძალისა, რათა საუკუნოდ ჩემთან იყვნენ, რათა მარად იცოცხლონ და აღარასოდეს იხილონ მწუხარება. ქვ 116.3

მაშინ კი ისინი შევიდნენ ქალაქში და ეჩვენნენ მრავალს და აუწყეს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა და რომ ისინიც მასთან ერთად გაცოცხლდნენ. მკვდრეთით აღმდგარმა მართლებმა დაამოწმეს ამ სიტყვების ჭეშმარიტება: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები!” მათი აღდგომით აღსრულდა წინას წარმეტყველება: „გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას; და მიწა ამოყრის მკვდრებს” /ეს. 26:18/. ქვ 117.1

მორწმუნისათვის ქრისტე არის აღდგომა და სიცოცხლე. ცოდვის მიზეზით დაკარგული სიცოცხლე აღდგა მაცხოვარში, რადგან მასშია სიცოცხლე, რათა გააცოცხლოს ყველა, ვისაც მოისურვებს. მას აქვს ხელმწიფება უკვდავების მინიჭებისა. იგი კვლავ იბრუნებს სიცოცხლეს, რომელიც კაცობრიობისათვის გაწირა და აძლევს ადამიანებს. „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ”, - თქვა მან. „ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”. „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს” /იოან. 10:10; 4:14; 6:54/. ქვ 117.2

მორწმუნისათვის სიკვდილი არაფერს ნიშნავს. ქრისტე მას წამიერ გაელვებას უწოდებს. „ვინც ჩემს სიტყვას იცავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე”. „არ იგემებს სიკვდილს უკუნისამდე”. ქრისტიანისათვის სიკვდილი მხოლოდ ძილია, სიბნელის და მდუმარების წამი. „თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში”. „როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით” /იოან. 8:51,52; კოლ. 3:4/. ქვ 117.3

ხმამ იმისა, ვინც ჯვარზე წარმოთქვა: „აღსრულდა! - მიცვა ლებულთა ყურამდეც მიაღწია.Mმან გაკვეთა სამარხის კედლები და უბრძანა „მტვერში განსვენებულთ”, აღმდგარიყვნენ, ასევე იქნება მაშინაც, როცა ზეციდან დაიგრგვინებს იგი. ეს ხმა მიწვდება საფლავებს, გახსნის სამარხებს, და „ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან” მაცხოვრის აღდგომისას მხოლოდ რამდენიმე საფლავი გაიხსნა, მის მეორედ მოსვლისას კი ყველა მართალი მოისმენს მის ხმას და გამოვა დიდებული, უკვდავი სიცოცხლისათვის. იგივე ძალა, რომელმაც ქრისტე მკვდრეთით აღადგინა, აღადგენს მის ეკლესიასაც და განადიდებს მას და აიყვანს ყველა ძალაუფლებაზე, ყველა ხელმწიფებაზე მაღლა - არა მხოლოდ ამ საუკუნეში, არამედ მარადიულობაში. ქვ 117.4